x
image
თამილა გურაშვილი
ახალგაზრდობის საბჭოთა ელექსირი - წამალი, რომელიც პარტიამ 50 წელი გაასაიდუმლოა.
image
უნიკალური საბჭოთა წამალი დიდი ხანი ითვლებოდა მრავალი დაავადების ელექსირად, რომელიც სსრკ-ს რიგითი მოქალაქეებისთვის გასაიდუმლოებული იყო.


პროფესორმა დოროგოვმა შემთხვევით შეიმუშავა კომპოზიცია, რომელიც დაუყოვნებლივ დასახელდა ”ახალგაზრდობის ელექსირად” და მხოლოდ პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი.


ეს ყველაფერი 40-იან წლებში დაიწყო. მეცნიერებს დაავალეს რადიაციისგან დაცვის საშუალების შექმნა. ტესტების შედეგად მიღებული იქნა კომპოზიცია, რომელსაც ეწოდებოდა ASD: დოროგოვის ანტისეპტიკური სტიმულატორი. ისინი მუშაობდნენ პროდუქტზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და მრავალი წლის ტესტირების შედეგად მიიღეს ორი ფრაქცია.


image



გამოსხივების საწინააღმდეგო ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. სამეცნიერო ჯგუფმა ტესტირებისას შეამჩნია, რომ შემადგენლობას აქვს ანტისეპტიკური და მასტიმულირებელი თვისებები.


ტესტების დროს გაირკვა ASD სხვა შესაძლებლობები. პრეპარატი პრევენციის ეფექტური საშუალება იყო. მას ასევე შეეძლო აღედგინა დაკარგული ენერგია ადამიანებისთვის. ზუსტად ამის გამო დაარქვეს ამ წამალს ახალგაზრდობის ელექსირი.image


ტესტის შედეგები კლასიფიცირებულია, ხოლო გარკვეული ინფორმაციის თანახმად, შემადგენლობა რეკომენდებული იყო სსრკ-ს უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის.


ASD დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, შემდეგ ის პერიოდულად გამოჰქონდათ გაყიდვაში ყველასთვის, ხანდახან გაყიდვების არეალი შეზღუდული იყო.

როგორც ჩანს, ელიქსირი ჯერ კიდევ არცთუ ისე სასწაულმოქმედი იყო, რადგან, საბოლოოდ დაუშვეს მისი გაყიდვა ხალხში.


მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც გასაუდუმლოებული იყო ახალგაზრდობის ელექსირი, ის მაინც შეუმჩნეველი დარჩა. თანდათანობით მისი ნიშა გადავიდა ვეტერინარულ კლინიკებში. ასე, რომ ოდესღაც საიდუმლო შემადგენლობამ თავისი ეპოქა დაასრულა, როგორც ცხოველების ანტისეპტიკურმა საშუალებამ.



0
620
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
620
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0