ნარკოლოგია ნახეთ, რა ზემოქმედებას ახდენს კოკაინი პირის ღრუს ლორწოვან გარსზე 2019, 14 სექტემბერი, 19:24 სრული კოშმარი!იცოდით რომ კოკაინის სისტემატურად გამოყენებამ შეიძლება პირის ღრუ დააზიანოს? გამომცემლობა "Sun"–მა ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო, იმასთან დაკავშირებით, თუ კოკაინის მოხმარებამ რა უმძიმესი შედეგები შეიძლება რომ გამოიწვიოს. ყველა ფოტო სამედიცინო ანგარიშებიდან არის აღებული.როგორც ცნობილია, ნივთიერება პირის ღრუს შიგნიდან თითქმის მთლიანად ანადგურებს, რის გამოც ზედა ყბაზე ხვრელები ჩნდება. კოკაინი პირის ღრუს სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვების შევიწროების გამო ბლოკავს, რაც საბოლოოდ ქსოვილების ლპობას იწვევს.შედეგად ცხვირისა და პირის ღრუს შორის კედელი ქრება. ცხვირის ღრუში საკვების მოხვედრის შემთხვევაში კი, მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევაც კი შეუძლია. ის ასევე, მეტყველების დარღვევებსაც იწვევს, რის გამოც ადამიანს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმა უძნელდება.გარდა ამისა, კოკაინის კბილებსა და ღრძილებზე მოხვედრა არა მხოლოდ წყლულების გაჩენას, არამედ კბილების დაკარგვასაც იწვევს.გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს. გახსოვდეთ, უსაფრთხო ნარკოტიკი ბუნებაში არ არსებობს. ის მხოლოდ თქვენს ცხოვრებას ანგრევს.163 შეფასება არ არის |