ფოტოგრაფია 20 ფოტო, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გულს აუჩუყებს 2019, 17 სექტემბერი, 12:35 2018 წელს ახალი სმარტფონების გამოშვების გამო 1 ტრილიონზე მეტი ფოტო გადაიღეს. თუმცა, ამ ფოტოებიდან ძალიან ცოტა თუ იქნება ისეთი, რომელსაც ადამიანში ძლიერი გრძნობების გამოწვევა შეუძლია; შეუძლია, გაახსენოს მას ბედნიერი დღეების, სინანულისა და ძლიერი სიყვარულის შესახებ. სტატიაში შემოგთავაზებთ 20 ფოტოს, რომელმაც დროს გაუძლო, დღესაც აღტაცებაში მოვყავართ და გვეხმარება გავიგოთ, რომ გრძნობების გადმოსაცემად სიტყვები ყოველთვის საჭირო არ არის. 1. "ამ გოგონას სახე ვიღაცის ჯიბეში ინახება. ფოტო გადაღებულია 1940-იანებში".2. "ზუსტად ის მომენტი აღვბეჭდე, როცა თითით გალიის გისოსს ებღაუჭება და თვალებით სივრცეში იყურება, თავისუფლებისკენ".3. საყვარელი ადამიანისთვის გაკეთებული სიკეთეწარწერა: "გთხოვთ, გამოკვებეთ ფრინველები ესთერ კემპერის ხსოვნის საპატივცემულოდ, 1930-2019"4. "ჩემი ვაჟი და მე - ფოტოებს შორის სხვაობა 32 წელია".5. ყველაზე რთულ დროსაც კი, სიკეთე მაინც არსებობს.6. "ალკოჰოლის გარეშე გატარებული 2 წლის აღსანიშნავად"7. "დედაჩემს ჩაეძინა და მამას მკლავი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ეჭირა, სანამ გარდაიცვლებოდა".8. "ერთი კვირის წინ ჯარის გამო სახლის დროებით მიტოვება მომიწია. დღეს ჩემმა ცოლმა ეს ფოტო გამომიგზავნა. ეს ჩემი ბალიშია".9. "პიტბულმა მანქანის ფანჯრიდან თავისი სათამაშო დათუნია გამოაჩინა, რათა სხვა მანქანაში მჯდომი ძაღლისთვის ეჩვენებინა".10. საცობში მდგომმა მძღოლებმა ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარების კორიდორი გააკეთეს. ფოტო გადაღებულია გერმანიაში.11. სიყვარული ყველგან და ყველაფერშია, არა?12. "ჩემი მათემატიკის მასწავლებლის შეყვარებული სახლში დაბრუნდა და სიურპრიზად მას პირდაპირ გაკვეთილზე მოაკითხა".13. არავინ არის იმდენად მოხუცი, რომ გართობა ვეღარ შეძლოს.14. "პატარა გოგონამ ჩემს ვეტერან ბაბუას ჰკითხა, ისევ თუ გამოივლიდა ომის საშინელებას; -კი, ამას შენ გამო გავაკეთებდი; - უპასუხა მან".15. "დღეს ეს პატარა კნუტი თავშესაფრიდან ავიყვანე და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია".16. "ბებიაჩემს სიურპრიზი გაუკეთეს და თავის შვილთაშვილს პირველად შეახვედრეს".17. "პირველი ნაბიჯები ავარიის შემდეგ"18. მამამ ასეთი საფლავის ფილა დაამზადებინა ვაჟისთვის, რომელიც გორგოლაჭებიან სავარძელში იჯდა.19. "ჩემს 92 წლის ბაბუას ჩემი 91 წლის ბებიასთვის ყოველ ღამით საწოლში მიაქვს ვახშამი".20. "მას იშვიათად ანდობენ ხოლმე ბავშვს. მე და ჩემმა ცოლმა ჩვენი შვილი დავაჭერინეთ და აი, ასეთი რეაქცია ჰქონდა".თითოეულ ფოტოს თავისი ისტორია აქვს. თქვენ რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ♥ ასევე დაგაინტერესებთ:1. ეს ფოტოები ამტკიცებს, რამხელა ძალა აქვს გენებს 2. როცა მშობლებმა არ იციან, იცინონ თუ იტირონ - სახალისო ფოტოკრებული 3. ეს წყვილები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს 4924 4-ს მოსწონს
|