სისხლის სამართალი
როგორი ღორები უნდა იყვნენ პოლიციელები, მიცვალებული, რომ გაძარცვონ
2019, 14 სექტემბერი, 16:26
რუსეთის ქალაქ ენგელსში პოლიციის ორი ოფიცრის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. სისხლის სამართლის 158-ე კოდექსის მესამე სტატიით, რაც გარდაცვლილის გაქურდვას შეესაბამება. ამის თაობაზე იტყობინება სარატოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტი.
გამოძიების ვერსიით პოლიცია გამოძახებულ იქნა ქალაქ ენგელსის ერთერთ საცხოვრებელ სახლში, გამოძახების მიზეზად იქცა მეტისმეტად მყრალი სუნი, რომელიც აღნიშნული სახლიდან გამოდიოდა.
პოლიციელებმა სათანადო ნებართვის აღების შემდეგ შეამტვრიეს სახლის კარი. მათ ერთერთ ოთახში 68 წლის მამაკაცი დახვდათ გარდაცვლილი, რომელსაც გარეგნული დაზიანებები ან ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
პოლიციელებმა იმის ნაცვლად გამოეძახათ კრიმინალური ექსპერტიზის ბიუროს და სასწრაფო დახმარების თანამშრობლები, აიღეს მიცვალებულის მობილური შევიდნენ მის მობილურ ბანკში, საიდანაც მოხსნეს 40 361 რუბლი და გადაურიცხეს ერთერთი პოლიციელის ახლო ნათესავს, საიდანაც მოგვიანებით ამოიღებდნენ თანხას და შუაზე გაიყოფდნენ.
ბანკმა გადარიცხვა საეჭვოდ მიიჩნია, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა მედიამ გააშუქა გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა და გადარიცხვის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა სარატოვის ოლქის შინაგან საქმეთა ცენტრალური სამმართველოს შიდა უსაფრთხოების განყოფილებას.
ორივე პოლიციელი დაკავებულია, მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.