სხვა ალ-ქაიდას ლიდერი ამერიკას და რუსეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება 2019, 13 სექტემბერი, 21:50 68 წლის აზ-ზავაჰირმა მუსლიმებს მოუწოდა შეტევა განხორციელონ შეერთებულ შტატების, ევროპის, ისრაელის და რუსეთის ობიექტებზე, რომელთა ინტერესები, მისი აზრით, მთელს მსოფლიოში ვრცელდება. გარდა ამისა, "ალ-ქაიდას" ლიდერის მუქარა შეეხო მთელს მსოფლიოში მდებარე ამერიკულ ბაზებს. ტერორისტების ლიდერმა ასევე გააკრიტიკა განდგომილები, რომლებმაც ციხეში ყოფნისას უარყვეს ჯიჰადის იდეა. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრს შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული შეტევის შედეგად, სამი ათასი ადამიანი დაიღუპა და ექვსი ათასზე მეტი დაშავდა. ალ-ქაიდას წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ კოშკზე და პენტაგონზე ტერორისტული შეტევა განახორციელეს, ხოლო, ერთი ლაინერი ჩამოვარდა პენსილვანიის შტატის მინდორზე. 206 შეფასება არ არის
|