საქართველო ,,ჟურნალისტები მიყვარს" - სალომე ზურაბიშვილი 2019, 13 სექტემბერი, 14:52 საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შვილი, ქეთევან გორჯესტანი, ვაშინგტონიდან საფრანგეთის ტელეკომპანია France24-ის ოფიციალურ კორესპონდენტად დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს: “ქეთევანის პირველი პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან სადაც დაინიშნა France24 ის ოფიციალურ კორესპონდენტად. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს, წინასაარჩევნო კამპანიისას ხშირად ადანაშაულებდნენ ჟურნალისტებთან მიმართებით უხეშ დამოკიდებულებაში. აღნიშნულ პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგი მომხმარებელი პრეზიდენტის იუმორზე ამახვილებს ყურადღებას, ზოგიც კვლავ კრიტიკულად აფასებს. 44 1-ს მოსწონს
|