x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ნიკო გომელაური

image































ნიკო გომელაური ალბათ ყველასთვის ცნობილი მსახიობი და პოეტია.
მე პირადად მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მისი თითქმის ყველა ლექსი ვიცი.ის უდიდესი ადამიანი იყო როგორც თეატრში ასევე პოეზიაშიც.ნიკო გომელაური თავისი შემოქმედების წყალობით იმ ადამიანთა რიცხვში შევიდა რომელთაც პირადად ჩემთვის სიკვდილი ვერ წაშლის.ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მის 1-2 ლექსს.იმედია მოგეწონებათ




-----------ბოროტი ლექსი

დღეს დავლევ რამეს,
შემდეგ ათივეს დავარღვევ ცნებას.
გავათევ ღამეს,
კახპებს შევასხამ...ხოტბას და ქებას.
მშვიდად და წყნარად
მე ვერსად მნახავთ, ვერ მნახავთ დაღლილს.
ვიცინებ მარად,
რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
შემიპყრობს ანცი.
დავცინებ ყველას და ცილს დავწამებ.
ვიქნები მკაცრი -
დავტოვებ ჩემსას, სხვის ცოლს ვაწამებ.
ცხოვრებამ მთელა,
საკმარისია, რაც მე ჩაის ვსვამ.
მიფრთხილდეს ყველა,
დღეს იმდენს დავლევ, იმდენს ჩავისხამ...
კერპებს გავიჩენ
და მათ დავსხავ სწორედ მშობლებად.
იმ გზას ავირჩევ
წმინდათა გზას რომ ძლიერ შორდება.
წავართმევ მოყვას
რაც გააცნია, რაც უშოვია.
ხარხარი მომკლავს,
რისთვის გარჯილა, რად უშრომია?
დღეს დავლევ იმდენს
- ჯერ ცხპვრებაში, რომ არ გსმენიათ.
მოგისპობთ იმედს,
რომ მომავალი თითქოს თქვენია.
ვიქნები დინჯი
სუსტს როცა სცემენ ოცნი, ომახით.
რად მინდა ბრინჯი,
რომელი მარხვა? - ხორცი მომართვით!
გავწირავ იმათ,
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები.
ვიქცევი წვიმად,
რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები...

ახლა მისმინეთ
როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა,
ბევრი მითმინეთ
და გამიძელით, გთხოვთ კიდევ ოდნავ:
დავცალე ქვევრი,
დავლოცე დედა, ძმები, ბებია.
ვიმღერე ბევრი
და კიდევ კარგი ჩამძინებია.




-----------მამას

ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
(როდესაც ყალბი შეწდება გლოვა),
თან წაუტირებს, თან გაიღიმებს,
შვილი, რომელიც საფლავზე მოვა...
მოვა, დაჯდება,
მოწევს და
წავა...
იქ კი იგივე
დარჩება ჰავა.

3
213
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი11
მთვრალი11
213
  
2013, 4 აპრილი, 15:07
სალამით ყველას
2012, 27 ნოემბერი, 16:30
მმმმმმმმმმ
2012, 29 ივლისი, 21:23
...............
0 1 3