x
მეტი
  • 10.11.2024
  • სტატია:138163
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511917
აშურის დღე: ბავშვები სისხლში, შიიტელი მუსლიმანები თავებს დანით იჭრიან(ვიდეო)
image
ყოველწლიურად, ათასობით შიიტური მორწმუნე მონაწილეობს ცერემონიებში, სადაც იხსენებენ მუჰამედის წინასწარმეტყველის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის გარდაცვალებას.


ხსენება ხდება აშურაში, ისლამური კალენდრის პირველი თვის მეათე დღეს.

აშურა განსაკუთრებით პატივსაცემი დღეა, რომელიც მუჰარამის თვის 10 რიცხვში ხდება, შიიტებს შორის ცნობილია, როგორც გლოვის დღე, რადგან ამ დღეს იხსენებენ შიიტელ მოწამეებს, განსაკუთრებით, ჰუსეინ იბნ ალის. სუნიტთა შორის ეს დღე ნებაყოფლობითი მარხვის დღეა, მადლიერების ნიშნად ალაჰისათვის, ფარაონის ჯარებიდან წინასწარმეტყველ მუზასა და ისრაელის შვილების გადარჩენის გამო.


ეს რიტუალი ითვალისწინებს სისხლის გამოშვებას ვენებიდან. აშურის სისხლიან დღეს ბავშვებსაც კი უჭრიან თავს.


image

მორწმუნეები გლოვობენ იმამ ჰუსეინისთვის, რომელიც დაიღუპა ქერბელას ბრძოლაში.


ქერბელა არის ქალაქი ერაყში, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით 100 კილომეტრში. ყარბალას გამგეობის (პროვინციის) ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 675, 000 მოსახლეა (2011 წ.).


შიიტები მიიჩნევენ, რომ ქერბელა ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ქალაქია მექას, მედინას, იერუსალიმის და ენ-ნადჯაფის შემდეგ, რადგან აქ, 680 წელს, ქერბელასთან ბრძოლის დროს, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილს, იმამ ჰუსეინს თავი მოაჭრეს ჯარისკაცებმა.


ბევრი მუსლიმი, ვინც მონაწილეობს ამ სისხლიან ცერემონიაში, თვლის, რომ ეს მათ ცოდვებისგან განწმენდს.


მუსლიმანების პოპულარული გამონათქვამის მიხედვით, "ჰუსეინისთვის ერთი ცრემლი ასობით ცოდვას რეცხავს."

image


რიტუალი, რომელიც ზოგჯერ ბავშვებთანაც კი სრულდება, მუსლკიმანურ სამყაროში ძალიან საკამათოა. ზოგიერთი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმა.


ბევრი სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ეს თვითდაზიანებაა, ხოლო ისლამში ეს აკრძალულია.


სხვები იმაზე ნერვიულობენ, რომ ეს პრაქტიკა ქმნის მათი რწმენის უარყოფით იმიჯს.


ამის ნაცვლად, მორწმუნეებს ურჩევენ, სისხლი შეიტანონ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა წითელი ჯვარი.


აშურის დღესთან დაკავშირებით ჩატარებული სხვა რიტუალები მოიცავს სამგლოვიარო პროცესებს, გლოვის ლექსების წაკითხვას და ღვთისმსახურებას, რომელიც მოგვითხრობს ქერბელასთან ბრძოლის ამბავს.


2
275
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
275
  
2019, 12 სექტემბერი, 20:55
არც მე მომწონს რა თქმა უნდა
2019, 12 სექტემბერი, 15:21
მე მაპატიეთ, მაგრამ ამ ბარბაროსობას ვერ მოვიწონებ!!!
0 1 2