x
11 სექტემბრის ტრაგედიიდან შემორჩენილი უიშვიათესი ფოტოები
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტმა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების - ალ-ქაიდას მიერ იქნა განხორციელებული, მთელი მსოფლიო შესძრა. სოციალურ ქსელებში აღნიშნულმა კადრებმა უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა და ყველას გაახსენა ტრაგედია, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ადამიანთა ცხოვრებაზე.

image


1. ადამიანები შეჰყურებენ ცათამბჯენის ჩამოშლის პროცესს.


სურათი, რომელმაც განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელებში, ვინაიდან მასზე აღბეჭდილნი არიან სხვადასხვა რასისა და ასაკის პირები. რომლებსაც მიუხედავად განსხვავებისა, აერთიანებთ ერთი რამ: ტრაგედიით გამოწვეული შიში.


image


2. ფოტოგრაფმა, აღნიშნული სურათი ფართო აუდიტორიას 4 წლის შემდეგ წარუდგინა, ვინაიდან მისი აზრით, სურათზე აღბეჭდილი მშვიდი და მხიარული ადამიანები, ტრაგედიით დამძიმებულ ხალხს აღაშფოთებდა.

image


3. ტყუპი ცათამბჯენები The Empire State Building-ის ფონზე.

image

4. აღსანიშნავია, რომ ცათამბჯენების ჩამოშლამ რამდენიმე მიმდებარე შენობის დანგრევაც გამოიწვია. აღნიშნული სურათიც ამ კადრს აფიქსირებს.

image

5.

სურათი ბრუკლინის ერთ-ერთი სახლის სახურავზეა გადაღებული და მასზე აღბეჭდილნი არიან დედა-შვილი. ფოტოგრაფის თქმით, მიუხედავად ტრაგედიისა, ცხოვრება მაინც გრძელდება.

image

6. ადამიანი, სახელად Penman, შეეცადა რაც შეიძლება ახლო ხედით გადაეღო სურათები ტრაგედიის მომენტში. იგი მანამ აფიქსირებდა კადრებს, სანამ პოლიციის კორდონმა არ შეუშალა ხელი.

image

7. თვითმფრინავი, რომელიც ფეთქდება შენობაში შეჭრის შემდეგ.

image

8. აღნიშნული კადრი კი სატელიტიდან იქნა გადაღებული მომდევნო დღეს. თქვენ ხედავთ, რამდენად მასშტაბურია სამშენებლო მტვერით დაბინძურების არეალი.

image

9. მამაკაცი, რომელიც ბროდვეის ქუჩაზე გარბის და მას კვამლი ფეხდაფეხ მიჰყვება.

image

10. აღნიშნული სურათი, რომელზეც მოყვარული პილოტი Isabel Daser-ია გამოსახული, მისი თანაშემწის მიერ იქნა გადაღებული. იზაბელს სურდა თავისი მუშაობის ერთი დღე გადაეღო, თუმცა კადრი ზუსტად იმ მომენტში აღიბეჭდა, როდესაც ტყუპ შენობებს პირველი თვითმფრინავი შეეჯახა.

image

11. ფოსტალიონი, რომელიც უწყინარად მოაბიჯებს გზაზე და საკუთარ სამუშაოს ასრულებს.

image

12. და ბოლოს... ადამიანები, რომლებიც გამოსავლის ძიებაში, გაუაზრებლად ხტებიან შენობიდან.

image

1
346
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
346
  
2019, 13 სექტემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1