ყველას თუა არა, 40 წელს გადაცილებულების უმრავლესობას, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, ეს გზა ნამდვილად აქვს გავლილი. მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ბიჭვინთასა და რიწის ტბას შორის დამაკავშირებელი გზა, გერმანელი სამთო ინჟინრების მიერ არის გაყვანილი. გერმანულმა სამხედრო-სამშენებლო ორგანიზაციამ, ვითომ და, ინტერნაციონალური მოტივით, თავადვე შესთავაზა სსრ კავშირს, ზღვისპირა ქალაქსა და მთებში ჩაკარგულ ტბას შორის, გზის გაყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანელი სპეციალისტები ტრაგიკულად დაიღუპნენ — მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მათი მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში, უფსკრულში გადავარდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გერმანელები გზას გარკვეული მიზნით აშენებდნე და მას სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ «ანენერბეს» (გერ. Ahnenerbe («წინაპრების მემკვიდრეობა») — ორგანიზაცია 30-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, და 1935 წლის იანვარში SS-ის დაქვემდებარებაში შევიდა) ჰიდროლოგებმა რიწის ტბის ქვეშ მდებარე კარსტული მღვიმის წყაროს წყალი, ადამიანეი სისხლის პლაზმის საწარმოებლად, იდეალურ ნედლეულად მიიჩნიეს.
«ცოცხალი წყალი» საქართველოდან ვერცხლის კანისტრებით გაჰქონდათ, — მას ჯერ წყალქვეშა ნავებში ტვირთავდნენ და შემდეგ, თვითმფრინავებით, გერმანიაში, კონსტანცის ბაზაზე ჩაჰქონდათ.
ცნობილია, რომ SS-ლების გეგმაში შავი ზღვიდან – რიცის ტბამდე, წყალქვეშა ნავებისთვის, გვირაბის გაყვანაც იგეგმებოდა, მაგრამ ომი დაიწყო და გერმანიამ პროექტის განხორციელება ვეღარ შეძლო.
ის, რომ SS-ს კაკვასიაში სხვა ინტერესებიც ჰქონდა, ფაქტია: 1942 წელს, მაშინ, როდესაც სტალინგრადისთვის ბრძოლა მიდიოდა, გენერალმა რუდოლფ კონრადმა (გერ. Rudolf Konrad), გერმანული მთავარსარდლობისგან, მოულოდნელი ბრძანება მიიღო – ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალის დაპყრობის მოთხოვნით.
1942 წ. შემოდგომაზე, იალბუზის ირგვლივ ტრიალებდნენ და მშრალ ტბაზე, ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე», იმ დროისთვის, უცნაური ორკორპუსიანი თვითმფრინავები სხდებოდნენ. იქიდან თეთრებში ჩაცმული ადამიანები გამოდიოდნენ, რომელთა სამოსი ძალიან ჰგავდა სამონასტრო ტანსაცმელს და მათ ყველგან და ყოველთვის, SS-ის ფორმიანი სამხედრო პირები დაჰყვებოდნენ.
რა იყო ისეთი იალბუზზე, რამაც ფაშისტების ინტერესი გამოიწვია? თან გაცხარებული საომარი მოქმედებების დროს, სტალინგრადის ფრონტიდან საკმაოდ მოშორებით, იმ დროს, როდესაც II მსოფლიო ომის ბედი წყდებოდა?!
რა თქმა უნდა, III რაიხის სამხედრო სტრატეგებს თავისი ინტერესი ჰქონდათ კავკასიაში. თუნდაც, მოლიბდენის და ვოლფრამის საბადოების სახით, რომლითაც იალბუზის მიდამოები მდიდარია. მაგრამ, იმ მომენტში, ეს გერმანელების ინტერესის სფეროში არ შედიოდა. კავკასაში ჩამოსულმა გერმანულმა სამთო დივიზიამ, მთის მწვერვალებზე მხოლოდ ნაცისტური დროშები აღმართა და უკან დაბრუნდა.
დღემდე უცნობია, რა მისიით იყვნენ გერმანელები კავკასიის მთებში! მაგრამ ცნობილია, რომ II მსოფლიო ომის დამთავრებიდან – 60-იან წლებამდე, იალბუზის მთისპირეთის ჩრდ. ნაწილში დახურული ზონა იყო. მასში არ უშვებდნენ ტურისტებს, გეოლოგებს, არქეოლოგებს და მწყემსებსაც კი! აკრძალვა ჯერ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან მოდიოდა (რუს. НКВД), ხოლო შემდეგ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან (რუს. КГБ).