x
ევროპის ღირსშესანიშნაობები

ევროპა პატარა კონტინენტია, რომელზეც 40-ზე მეტი ქვეყანაა და 700 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს...ევროპაში მრავალი ღირსშესანიშნაობებია..ამ სტატიაში რამდენიმე მათგანზე დავწერ..

1.imageხახვისებრი გუმბათები


ეს ეკლესია ჩრდ.რუსეთში კიჟის კუნძულზე მდებარეობს, რომელიც 1764 წელს თითქმის მთლიანად ხის მასალით ააგეს...
ძველ რუსულ ეკლესიებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი არქიტექტურა აქვთ...მათ მაღალი გალავნები, ძალიან ცოტა კარ-ფანჯარა, ციცაბო სახურავები და ხახვის ფორმის გუმბათები ამშვენებს..ეს სტილი მე-11 საუკუნეში გავრცელდა.ბევრი ასეთი ეკლესია ხისგანაა აგებული.რადგან ხშირი ტყეებით დაფარულ რუსეთში ხის სამშენებლო მასალა არასოდეს ჭირდა...


image2.ლონდონის თვალი
ლონდონში ბევრი შთამბეჭდავი, ცნობილი ნაგებობაა, ბიგ-ბენის დიდი საათიანი კოშკით დაწყებული და დედოფლის ოფიციალური რეზიდენციით, ბუკინგემის სასახლით დამთვარებული.
ქალაქის ერთ-ერთი უახლესი ღირსშესანიშნაობაა “ლონდონის თვალი''-მსოფლიოში უდიდესი “ეშმაკის ბორბალი'', რომელიც ახალი ათასწლეულის დაწყების
აღსანიშნავად დაიდგა.135 მეტრიანი ბორბლის ზედა წერტილიდან ლონდონის შთამბეჭდავი ხედი იშლება.
“ლონდონის თვალი'' მდინარე თემზის სამხრეთ ნაპირზე დგას.

image3.ცულნისკარტები
ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველია ცულნისკარტა.ისლანდიაში დაახლოებით ცხრა მილიონი ცულნისკარტა ბინადრობს.
ცულნისკარტა თითქმის მთელ წელიწადს წყალში ატარებს, ზღვაში ღრმად ყვინთავს და თევზით იკვებება.ხმელეთზე კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ამოდის, რათა კლდის ბალახიან ფერდობზე ბუდე აიშენოს და ერთადერთი ბარტყი გამოჩეკოს.
დაახლოებით 18 სმ სიმაღლის ცულნისკარტებს ყვითელი, ნარინჯისფერი და თეთრი ნისკარტების გამო ზღვის თუთიყუშებსაც უწოდებენ.
სულ ეს იყო..გმადლობთ ყურადღებისთვის.იმედია მოგეწონათ.:)

0
601
1-ს მოსწონს
ავტორი:ნეფარიძე
ნეფარიძე
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0