ამოცანები რა, სად,- როდის?-ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი კითხვები, რომელსაც მოთამაშეებმა სწორი პასუხი ვერ გასცეს 2019, 9 სექტემბერი, 14:35 1975 წლის სექტემბრის დასაწყისში პირველად გავიდა ეთერში პოპულარული საბჭოთა ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის?"მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ყველაზე კურიოზული კითხვა თამაშის ისტორიის მანძილზე, რომელსაც ინტელექტუალებმა სწორი პასუხი ვერ გასცეს: 1-კითხვა:ადამიანს ეს ორჯერ მიეცემა ცხოვრებაში, ორივეჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ უკვე ფულის გადახდა მოუწევს, რა არის? მოთამაშეების პასუხი:განათლება. სწორი პასუხი: კბილები. 2-კითხვა: კენიაში მტკნარ ტბა ბარინგოში შუა დღისით, როდესაც ძლიერი სიცხეა წყლის დონე კი არ კლებულობს, არამედ მატულობს, რატომ? მოთამაშეების პასუხი:კენია მართალია ეკვადორზე მდებარეობს, მაგრამ იქ ახლოს არის მთები, რა დროსაც ყინული დნება, ჩაედინება ტბაში და წყლის დონეს მატულობს. სწორი პასუხი:წყლის დონე იმიტომ მატულობს, რომ ძლიერ სიცხის გამო ტბა ცხოველებით ივსება. 3-კითხვა:მუცელზე აბანო, ცხვირზე საცერი, თავზე ჭიპი, ერთი ხელი აქვს და ისიც ზურგზე? რა არის? მოთამაშეების პასუხი:ორთქლმავალი სწორი პასუხი: ჩაიდანი 4-კითხვა: მრგვალია კუდით და გამყოფია.რა არის? მოთამაშეების პასუხი: კომეტა სწორი პასუხი:მძიმე 5-კითხვა:რა გადაწყვიტეს გამოესახათ რასიზმის საწინააღმდეგო პლაკატზე?ის ერთდროულად თეთრია, შავია და აზიელი. მოთამაშეების პასუხი: ჭადრაკი სწორი პასუხი:პანდა 6- კითხვა:ფინეთში, დასავლეთ ლაპლანდიის სოფლებში გადაწყვიტეს ღამის 22 საათის შემდეგ ქუჩის განათება გამოერთოთ, რატომ? მოთამაშეების პასუხი:ველური ბუნება, მცირე დასახლებებით, ღამით შუქი აწუხებს შინაურ ფრინველებს და ცხოველებს, რომელიც არასასურველია ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, ამიტომაც თიშავენ. სწორი პასუხი: იმიტომ რომ, ტურისტებმა და ადგილიბრივებმაც კარგად დაინახონ ჩრდილოეთის ციალი. 7-კითხვა:ის მოგითხრობთ სიყვარულზე საკუთარი სიცოცხლის ფასად, რა არის? მოთამაშეების პასუხი:პეპელა, რომელიც ცეცხლისკენ მიფარფატებს. სწორი პასუხი: გვირილა 8-კითხვა: ქუდი სავსეა მარცვლებით, დილით შეხედავ-მარცვლები გამქრალია.რა არის? მოთამაშეების პასუხი:ბაბუაწვერა სწორი პასუხი: ვარსკვლავები 9-კითხვა: ჩემს გამო ვურტყამ მას, მის გამო ვირტყავ მე, რაზეა საუბარი? მოთამაშეების პასუხი: საათი სწორი პასუხი: კოღო 2507 4-ს მოსწონს
|