სისხლის სამართალი ვაკეში დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს - "გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი ჩემს შვილს დაესხა თავს" 2019, 8 სექტემბერი, 15:10 თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი ახალგაზრდა დალი ჩიტალაძის შვილი, ვახო სუთიძეა. როგორც დაჭრილის დედა ყვება, ვახოს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. მას ამჯერად ოპერაცია უტარდება. "რეიტინგი" დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა: "გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია უტარდება", - განაცხადა დალი ჩიტალაძემ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე დაგინტერესებთ:"საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე ამერიკაში ბოტოქსი" - დალი ჩიტალაძე სტილისა და თავის მოვლის საიდუმლოებებზე (+ფოტოები)ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24275 1-ს მოსწონს
|