x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ეს ბარბის სახლი არ გეგონოთ, ეს შვეიცარიული ციხეა, და იცით რატომ არის ვარდისფერი?

image

ამ ღია ვარდისფერი ინტერიერის შემხედვარე, ალბათ ფიქრობთ, რომ თქვენ წინაშე დისნეის რომელიმე პრინცესის ციხე -კოშკია. საკმაოდ ატმოსფერულია, რას იტყვით? სინამდვილეში კი - ეს შვეიცარიული ციხის, განახლებული საკნებია.


imageimage

გაინტერესებთ ციხის ინტერიერის ფერი ვარდისფერზე რატომ შეჩერდა? საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგებმა და ციხის ადმინისტრაციამ ადამიანის ქცევასა და მის გრძნობებზე ფერების გავლენა გაითვალისწინა, რის შემდეგაც საკუთარი არჩევანი სწორედ ვარდისფერზე შეაჩერა.


imageimage


როგორც მეცნიერებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, ვარდისფერის გარკვეულ ტონებს ადამიანში აგრესიულობის გრძნობის შემცირება შეუძლია, მაშინაც კი, თუ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. რატომ ხდება ესე? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეცნობიერში ვარდისფერი სინაზესთან, სიყვარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. ამ დარგის სპეციალისტმა დანიელა შპეტმა სპეციალურად, თვალისთვის განსკუთრებულად სასიამოვნო ტონი სახელწოდებით "Cool Down Pink" ("დამამშვიდებელი ვარდისფერი") შეიმუშავა, რომლითაც სააბოლოოდ მთელი ციხის კედლები გადაიღება.


imageimage


პატიმრები ამ სიახლეს საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ, მათ უჭირდათ იმის გაგება თუ რატომ მოათავსეს ისინი "პატარა პრინცესას სახლში" და ამის გამო, თავს საკმაოდ დამცირებულადაც კი გრძნობდნენ. თუმცა, მათი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ფსიქოლოგების დაკვირვებით, პატიმრებს შორის აგრესიის დონემ მნიშვნელოვნად იკლო. ასე რომ, შესაძლებელია მომავალში, "ფერის ზემოქმედების" პრაქტიკამ, შვეიცარიის ფარგლებს გარეთაც, სულ უფრო ფართო გავრცელება ჰპოვოს.


image



0
2248
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2248