x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138983
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მოდელები, რომლებმაც მოდის ინდუსტრიაში თავი არასტანდარტული გარეგნობით დაიმკვიდრეს
image

არასტანდარტული შემაშინებელი გარეგნობა ახლა უკვე ადამიანებს არა მარტო მოდელებად ქმნის, არამედ საკმაოდ ცნობილებსაც მოდის ინდუსტრიაში.


პატარა ცხვირი, ამობურცული ტუჩები და ცისფერი თვალები უკვე აღარაა ის ერთადერთი სილამაზის შესაძლო ვარიანტი. მსოფლიო იმდენად მიეჩვია ერთი და იგივე სახეებს, რომ გარეგნობამ, რომელიც საშინლად გეჩვენებათ, შეიძლება მსოფლიო დიდების წყარო გახდეს.


თუ "კაშკაშა" მოდელებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უკვე სავსეა ისეთი გარეგნობის ადამიანებით, რომლებიც ბავშვობაში თანატოლების დაცინვის ობიექტები იყვენენ. და ზუსტად ასეთი გარეგნობით და მათი სიმამაცით მოახერხეს მდგარიყვნენ მსოფლიოს საუკეთესო პოდიუმებზე და ტოპ ჟურნალების გვერდებზე დაებეჭდათ მათი გამოსახულებები.



ბევრმა, მაგალითად, სიტყვა "ვიტილიგო" პირველად გაიგეს, როცა მსოფლიო მოდელ ვინი ჰარლოუს "ლაქებზე" ალაპარაკდა. ვიტილიგო - ჰარლოუს იმ იშვიათ დაავადებას ჰქვია, რომლის გამოც ბევრს მისი ეშინოდა და რომელმაც ცნობილი მოდელი გახადა. ვინი ჰარლოუსთან ახლა რამდენიმე ბრენდი მუშაობს, რომლის პარალელურადაც ვინიმ კიმ კარდაშიანთან ერთად კოსმეტიკის საკუთარი ხაზი გამოუშვა.


მსოფლიო მოდის პოდიუმზე ასევე ბრწყინავს აფროამერიკელი -ალბინოსი შონ როსი, ელისონ ჰარვარდი "დემონურად" დიდი თვალებით და ბიჭი-ზომბი რიკ ჯენესტი, რომელსაც სახე და ტანი მთლიანად ტატუთი ჰქონდა დაფარული, მაგრამ სამწუხაროდ მან სიცოცხლე გასულ წელს თვითმკვლელობით დაასრულა.


არც ისე დიდი ხანია, რაც სამოდელო ბიზნესში აზიელებიც გამოჩდნენ "უცხოპლანეტური" გამომეტყველებით, თუმცა უკვე დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებენ. რაც მთავარია მსოფლიო უკვე აღფრთოვანებით ხვდება მათ, ვისაც ადრე გვერდს უვლიდნენ.


imageimageimageimageimageimage








ასევე ნახეთ

ტატუ, როგორც ხელოვნება


სილამაზე -საშინელი ძალაა. რაში იხდიან ქალები ფულს?


7 რამ ქალის გარდერობიდან, რაც მამაკაცებს სიგიჟემდე მოსწონთ


პლიუს ზომა მოდელი Cosmo-ს გარეკანზე


ძვირადღირებული კაბა ხახვის ტომარას შეადარეს


0
463
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0