x
მრავალრითმოვანი სიმფონია..

image

გულში ღრმადჩარჩენილ სითბოს გამოულევს
ძლივსღა გადარჩენილ სულში მიათოვებს
თაფლში განაჩენი ნაღველს გამოურევს
სულის დანარჩენიც სხეულს მიატოვებს.


გულზე ფიცარი და სულზეც ფიცარივით
თავად ვინც არის და გრძნობა ხელოვანი
თითქოს მიცანი და თითქოს მიცანივით
ფიქრით მღვიდზარით და დუმილენოვანით


ცოდვის კარებიდან ოდნავ გამოსული
გრძნობის ზარებიდან ერთი მგრძნობიარე
გულის ღარებიდან ვარდი ამოსული
თითქოს დაგნებდი და სიკვდილს მოგიარე.


1
24
2-ს მოსწონს
ავტორი:shakala_777
shakala_777
24
  
2012, 29 ივლისი, 15:55
კაი ლექსია მომეწონა ;)
0 1 1