სხვა როგორ მოვიშოროთ ზურგის ტკივილი სწრაფად? 2019, 10 სექტემბერი, 10:29 ზრდასრული ადამიანების 80% დღის განმავლობაში განიცდის ზურგის არეში ტკივილებს. მსგავსი სტატისტიკა საგანგაშოა. ეს კი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამუშაო პირობების გავლენაა. მართალია არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ხსნიან ამ ტკივილს, თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ რამდენიმე მარტივი, უსაფრთხო და ბუნებრივი გზა, თუ როგორ გავიქროთ სწრაფად ტკივილი ზურგის არეში.
1. ხერხემლის გავარჯიშება-გადახრა სკამის დახმარებით. მსგავსი ქმედება ხელს შეუწყობს ზურგის გაჭიმვას, რაც ასევე ხელს შეუწყობს კუნთების დაძაბულობის, ტონუსის მოხსნას. მსგავსი ვარჯიში შეგიძლიათ განახორციელოთ სკამის დახმარებითაც. ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა მძიმე სამუშაო დღის ბოლოს, როდესაც იოგის ან ვარჯიშის ძალა აღარ დაგრჩათ. ამისათვის დაგჭირდებათ ხმოლოდ სკამი და პატარა რბილი ბალიში. დადექით მუხლებზე, გადაწექით სკამზე მუცლით და მოდუნდით. ეცადეთ თავი გქონდეთ ძირს დახრილი და ხერხემალი რაც შეიძლება დაჭიმოთ. დარჩით ამ პოზიციაში მანამ, სანამ არ იგრძნობთ კუნთებისა და ზურგის "რელაქსაციას". 2. გამოიყენეთ აკუპრესური წერტილები. მასაჟი აკუპრესური წერტილების საშუალებით, ძალზედ ეფექტურია ზურგის ტკივილის დროს და რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები და შეგიძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ. აკუპუნქტურა- ეს არის უძველესი ჩინური ფიზიოთერაპია. ყოველდღე ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეს არის კარგად შესწავლილი საშუალება, რომელიც უმკლავდება ზურგის ტკივილს. მისი მოქმედება მდგომარეობს ნერვული სისტემის სტიმულაციაში და ორგანიზმიდან მავნე ქიმიური ელემენტების გამოდევნაში. ზოგიერთი წერტილი, რომელიც პასუხს აგებს ზურგის ტკივილის შეჩერებაზე, მდებარეობს მუხლების უკანა მხარეს, ზურგის ქვედა მხარეს, ფეხის ფალანგაზე, თეძოებსა და მუცელზე. გარკვეულ ადგილებზე, რომლებიც აქ ჩამოვთვალე, ცერა თითები მიიჭირეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ნელ-ნელა აუშვით. 3. მანუალური თერაპია. მანუალური თერაპია, ან ქიროპრაქტიკა, ასევე შეიძლება კარგი ალტერნატივა იყოს ტრადიციული მედიცინისთვის, რადგან ის ძალზედ ეფექტურია ზურგის ტკივილის დროს. ამ მეთოდებით ამერიკაში ყოველწლიურად 35 მილიონზე მეტ ადამიანს მკურნალობენ. გაფრთხილება: მანამ, სანამ ამ მეთოდებს მიმართავთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა ხერხემალი არ დაიზიანოთ. იხილეთ აგრეთვე: ამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილს როგორ გავარკვიოთ, რა გვტკივა? საჭირო პროდუქტები, რომლებიც იცავს და აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ვარჯიში "ღიპის დასაგდებად", რომელიც შეგიძლიათ სკამზე ჯდომით შეასრულოთ 396 7-ს მოსწონს
|