რუსი ტურისტის თვალით დანახული ქობულეთი, რომელსაც მან ულამაზესი საოჯახო ქალაქი-კურორტი უწოდა
ამ დღეებში რუსულ საიტებზე გახშირდა საქართველოზე დაწერილი სტატიები, ამ სტატიების უდიდესი ნაწილი საქართველოს არცთუ დადებით კონტექსტში ახსენებს ჟურნალისტი გაბუნიას ტელე ტირადის გამო. თუმცა არიან რუსები, რომლებიც დადებითად ახასიათებენ საქართველოს და ქართველ ერს, მეტიც ღიად და დაუფარავად გამოხატავენ სიყვარულს საქართველოს და ქართველების მისამართით.
ერთერთი ასეთი ტურისტის სტატია ვთარგმნე თქვენთვის ძვირფასო მკითხველო, სტატიას გადმოგცემთ უცვლელი სახით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.
"მე არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ქობულეთი ასოცირდება უილიამ შექსპირთან და ჯულიეტასთან-«Нет повести печальнее на свете, чем повесть о Монтекки с Кобулети».
მე ვთვლი, რომ ქობულეთი ფანტასტიური ადგილია საქართველოს საზღვაო კურორტებს შორის ოჯახით დასასვენებლად.
თუ ბათუმი ასოცირდება, როგორც მდიდარი ქალაქი უამრავი გასართობით, ღამის კლუბებით, ცეკვებით და ბობოქარი ღამის ცხოვრებით, ქობულეთი ასოცირდება სიმშვიდესთან, ოჯახურ სითბოსთან და სიამტკბილობასთან.
ქობულეთი-ესაა ქალაქი კურორტი ოჯახისათვის, სადაც დილით შეგიძლია საუზმის მერე ზღვაზე გახვიდე, სადილის მერე დაიძინო და ნაშუადღვს ისევ ზღვაზე გახვიდე.
თან რაც მთავარია ბავშვებთან ერთად შეგიძლია მშვიდად დაისვენო, აფხაზეთისგან განსხვავებით აქ არავინ "გიძვრება" კაბის ქვეშ, არავინ გიყურებს მედიდურად, მეტიც ყველგან გრძნობ ადგილობრივების ბუნებრივ და არა ნაყალბევ სითბოს.
აქ პოლიცია ისე მუშაობს, რუსულ პოლიციასთან მისი შედარება ცოდვის ჩადენის ტოლფასი იქნებოდა. აქ პოლიცია განურჩევლად იმისა ადგილობრივი ხარ თუ ტურისტი ერთნაირად გექცევა კანონის შესაბამისად.
როცა გვიან ღამით ჩამოვედით ოჯახით ქობულეთში არც კი ვიცოდით სად უნდა წავსულიყავით, რადგან ჩვენ ჩვენი ინიციატივით ჩამოვედით საქართველოში და კერძოდ ქობულეთში საკუთარი მანქანით.
მივმართეთ პოლიციელებს, რომლებიც საპატრულო მანქანით პატრულირებდნენ ქალაქში.
პოლიციის ოფიცერმა გულდასმით მოგვისმინა და საკუთარი მანქანით მიგვაცილა სასტუმრომდე, თან აგვიხსნეს, რომ უფრო იაფად შეგვეძლო დაგვექირავებინა კომფორტული ბინა კერძო სექტორში.
კარგი დასვენება გვისურვეს და წავიდნენ.
სიმართლე გითხრათ მსგავს რამეს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რადგან რუსეთში მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე რუსები ვართ ასე არასდროს მოგვქცევია რუსული პოლიცია.
რაკი პოლიცია ვახსენე, ბარემ დავამატებ-საქართველოში პოლიციის სამმართველოების უდიდესი ნაწილი გამჭვირვალე შუშისაა.
ქობულეთი-ესაა გემრიელი "სასუსნავი", სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზამთარი და ზომიერად თბილი ზაფხული.
ზღვა და ფიჭვები ეს უკვე თითქოს სხვა სამყაროა, ისეთ სილამაზეს ჰქმნის.
როცა საქართველო მიიერთა რუსეთის იმპერიამ, ქობულეთში მიწები მისცა მეფის რუსეთმა რუს გენერლებს აგარაკებისათვის, როგორც ადგილობივებმა გვითხრეს ქობულეთში ყოფილა მთელი დასახლება, რომელსაც გადმოცემით "გენერლების დასახლებას" ეძახდნენ.
ქობულეთს აქვს პატარა, მაგრამ კოხტა და ლამაზი ცენტრი.
პრაქტიკულად ქალაქი-ერთი გრძელი ქუჩაა, რომელიც რამდენიმე კილომეტრია.
ქობულეთში ლამაზი სახლები დგას, რომელთა უმრავლესობას დამსვენებლებზე აქირავებენ.
ისევ უნდა ვახსენო აფხაზეთი, თუ აფხაზეთში დამსვენებლებისათვის არანაირი კომფორტი არაა კერძო სექტორში, აქ ლამაზი ოთახები, რომლებიც დიასახლისის მიერ ძალიან სუფთად და გემოვნებიანადაა დალაგებული ეგრევე იპყრობს თქვენს ყურადღებას.
ცალკე ტელევიზორი, ცალკე მაცივარი, ცალკე საპირფარეშო და აბაზანა-ამაზე ოცნებაც კი ძნელია აფხაზეთში.
აქ მასპინძელი არ ერევა თუ როდის მიდიხარ ან როდის მოდიხარ, მეტიც მასპინძელი ცდილობს არ შეგაწუხოს.
რაც აფხაზეთის მერე ჩვენთვის სიურპრიზი იყო გახლდათ სწრაფი ინტერნეტი, რომლის დახმარებითაც რუსეთში ნათესავებთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა, პირდაპირი ჩართვების ნახვის მერე ვფიქრობ ბევრი ჩვენი თანამემამულე აღმოაჩენს ამ ქალაქს, როგორც საოჯახო დასვენების თბილ და მყუდრო კერას.
ამ ქალაქში დაბადებულა ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე.
ქალაქიდან არცთუ შორსაა ნაკრძალი, რომელიც ღირს დასათვალიერებლად და ლამაზი სურათების გადასაღებად.
ქობულეთში მოქმედებს თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აქ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ინვესტიციის ჩამდები ინვესტორი თავისუფლდება გადასახადებისაგან.
ეს კარგად გათვლილი ხერხია პოტენციური ინვესტორის მოსაზიდად.
მართალია რუსული არხები გვაუწყებდნენ, რომ საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადმა მკვეთრად იკლო, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და რეალობას, რადგან ძალიან ბევრია დამსვენებლებს შორის რუსები, უკრაინელებიც ბევრია ჩამოსული დასასვენებლად.
ისეთი რუსებიც ვნახეთ, ვინც აქ 2-3 დღით იყო ჩამოსული საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში.
რა შეიძლება ითქვას ზღვაზე-ზღვა აქ ძალიან სუფთაა, რასაც დელფინების ხშირი გამოჩენაც ადასტურებდა, ქობულეთიდან არცთუ შორსაა დაბა ურეკი, სადაც მაგნიტური ქვიშაა, რაც ბავშვების საყრდენ მამოძრავებელი სისტემის და ხრტილოვანი სისუსტის სამკურნალოდაა საუკეთესოდ მიჩნეული.
როგორც გავიგეთ ურეკში ზღვაც ღრმა არაა.
რაც შეეხება ქობულეთს, მაშველები 24-ი საათი იმყოფებიან ზღვის სანაპიროზე, ჩვენი ქობულეთში ყოფნისას მათ მთვრალი რუსი მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს.
ქობულეთში ადამიანი ვერ მოიწყენ, რადგან თავად გარემო გიქმნის დიდებულ განწყობას, საკმარისია უბრალოდ გაისეირნო ზღვის სანაპიროზე და ეგრევე პოზიტიურად დაიმუხტებით.
ზღვიდან შეგიძლიათ მიაშუროთ კაფეს, სადაც გემრიელ საჭმელს დააგემოვნებთ, მარტო ყუათიანი აჭარული ხაჭაპური რად ღირს, კაფედან გამოსულს შეგიძლია ისევ ზღვას მიაშურო.
აქ აფხაზეთისგან განსხვავებით საცურაო კოსტუმში მყოფს არავინ შეგაჩერებთ და რაიმეს მოცმას არ მოგთხოვთ მკვახე ტონით.
მომავალ წელს როცა ოჯახით დავაპირებთ დასვნებას, არ დავიწყებთ დასასვენებელი ადგილის ძებნას, დაუფიქრებლად ჩამოვალთ ქობულეთში"-ასე მთავრდებოდა სტატია.