x
image
ეკა ლაცკა
"დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია"- ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი მარიხუანას მავნე ზეგავლენის შესახებ

image

ნევროლოგი ზურაბ მეტრეველი მარიხუანის ლეგალიზაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ უდიდეს დივერსიად მიიჩნევს.

მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს მისი, როგორც პროფესიონალის მოსაზრება, ამ ერთი შეხედვით თითქოსდა არაფრისმავნები მცენარის შესახებ:


image


“მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვა ყბადაღებულ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.

ჩემი პროფესიის გამო საკმარისად ხშირად მიხდება შეხება პრობლემასთან, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოწევასთან. უმეტესად პაციენტები აღნიშნავენ, რომ წარსულის რომელიღაც მონაკვეთში იღებდნენ მარიხუანას მეტ-ნაკლები სიხშირით. რა ტიპური ჩივილით მოდიან ამ ტიპის ავადმყოფები:

1. ემოციური გაუწონასწორებლობა

2. მეხსიერების დაქვეითება

3.ძილის დარღვევა

4.ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას სწრაფად გამოფიტვა

5.ლიბიდოს დაქვეითება

6 უსიამოვნო ხასიათის ფიქრები

აჟიტირებისა და დეპრესიის ტალღები

აღნიშნული ჩივილი შეიძლება გამოჩნდეს არა მარტო უშუალოდ მარიხუანას მიღების შემდეგ, არამედ შეძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათი წლების განმავლობაში.

ამ კატეგორიის პაციენტების მკურნალობა ხანგრძლივ დროს, ენერგიას, ფინანსურ რესურსებს მოითხოვს გარანტირებული შედეგის გარეშე.

image

კიდევ ერთხელ დავინტერესდი, რას გვეუბნება მსოფლიო გამოცდილება და არაერთი სერიოზული კვლევები აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით

(აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კლინიკურ-ექსპერიმენტული მონაცემი არსებობს ამერიკულ პერიოდულ გამოცემებში—Jurnal of Neurosaience, Nature Jurnal, National Institute on Drug Abuse, American Addictional Centers, Psychology Today, JAMA და სხვ.)


მათი მონაცემებით, მარიხუანას სისტემატური მიღება იწვევს:

1. ტომოგრაფიულად დადასტურებულ დაზიანებას თავის ტვინის გარკვეული უბნებისა (ჰიპოკამპი, ამიგდალა)


2. ქვეითდება IQ


3. ქვეითდება ხანმოკლე მეხსიერება,


4. 30%-ით მატულობს ფსიქოზის განვითარების რისკი


5. პაციენტები ხდებიან სოციალურად ნაკლებად ადაფტირებულები,


6. ქვეითდება ერექცია.


7. მატულობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების რისკი


8. უარესდება ძილი


9. ქვეითდება სპონტანური რეაქციის სიჩქარე ( ანუ მძღოლებს მკვლელებად აქცევს! - გ.გ.)
და ა.შ.

image

აღსანიშნავია, რომ მარიხუანის ერთჯერადი მოხმარების შემდეგ მისი მოქმედების კვალი რჩება 7 დღის განმავლობაში.

ყველა მკვლევარი ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ დაზიანების ხარისხი ბევრად მეტია მარიხუანას ახლგაზრდებში მიღებისას.

ლაპარაკია არა მარიხუანას მოწევის უშუალოდ შემდეგ, არამედ აღნიშნული მონაცემები მიღებულია ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და უმეტესად მარიხუანას მოხმარებიდან წლების შემდეგაც.

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…“

1
570
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
570
  
2019, 6 სექტემბერი, 13:53
უი, ზურა ჯაფარიძემ არ გაგიგოთ, ბატონო ზურაბ, თორემ სამშობლოს ღალატში დაგდებთ ბრალს))))))
0 1 1