x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები
image


ცნობილი და ლამაზი ქალები საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ, ეს მათ შვილებსაც ეხება. ხალხს აინტერესებს, როგორ გამოიყურებიან ისინი, ჰგვანან თუ არა დედებს.

სტატიაში თქვენს ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებთ და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილებს გაგაცნობთ.

1. მონიკა ბელუჩი და მისი უფროსი ქალიშვილი - დევა კასელი

მონიკა ბელუჩი ორჯერ იყო გათხოვილი: პირველად ის ცოლად იტალიელ ფოტოგრაფ კლაუდიო კარლოს ბასოს გაჰყვა, მეორედ კი - მსახიობ ვინსენტ კასელს. კასელთან მონიკას 2 ქალიშვილი შეეძინა: დევა 2004 წელს და ლეონი 2010 წელს.


ბელუჩის ძალიან ჰგავს უფროსი ქალიშვილი, ამიტომაც გასაკვირი არაფერია იმაში, როგორც როგორც დედას წარსულში, დივასაც ხელი აქვს მოწერილი კონტრაქტზე დოლჩე გაბანასთან და მისი პარფიუმის ხაზის სახეა.

image








2. ნატაშა პოლი ვაჟიშვილთან და ქალიშვილთან ერთად

ნატაშა პოლი ბევრი თანამედროვე დიზაინერის ფავორიტი ტოპ მოდელია. მისი სიარულის მანერა საუკეთესოდ ითვლება, რის გამოც დამსახურებულად ფლობს პოდიუმზე გავლის დედოფლის ტიტულს.

2011 წლიდან პოლი დაქორწინებულია ბიზნესმენ პიტერ ბაკერზე. წყვილს 2 შვილი ჰყავს: ქალიშვილი ალექსანდრა ქრისტინა და ვაჟიშვილი ადრიან გრეი, რომელიც 2019 წელს დაიბადა.

image








3. ჯულია რობერტსის ვაჟიშვილები და ქალიშვილი

90-იანებში ჯულია რობერტსი პოპულარული მხოლოდ წარმატებული როლების გამო კი არა, აქტიური პირადი ცხოვრების გამოც გახდა. 1993 წელს ის დაქორწინდა ქანთრის მომღერალ ლაილ ლოვეტზე, მაგრამ წყვილს 2 წელიც არ უცხოვრია ერთად. 2002 წელს ჯულიამ კინემატოგრაფ დანიელ მოდერთან შექმნა ოჯახი. მსახიობი 3 შვილის დედა გახდა: ტყუპების - ჰეიზელ მოდერისა და ფინოს უოლტერ მოდერისა, ასევე ვაჟიშვილ ჰენრი დანისა.

image








4. ანჯელინა ჯოლი თავის შვილებთან და შვილობილ ზაჰარასთან ერთად

ალბათ, ანჯელინა ჯოლი ყველაზე ცნობილი მრავალშვილიანი დედაა მსოფლიოში. მას 6 შვილი ჰყავს: შვილობილი გოგონა ზაჰარა, ვაჟიშვილები მადოქსი და პაქსი, კიდევ 3 შვილი ბრედ პიტისგან - ქალიშვილი შაილო და ტყუპები - ვივიენი და კნოქსი.

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ერთხელ ჟურნალ People and Hello!-ს შეილოს ფოტო 10 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. ეს სურათი სელებრითების ფოტოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად დასახელდა.

image








5. ამბერ ვალეტა ვაჟთან ერთად

ამბერ ვალეტა მსახიობი და ტელე-სახეა. ის 90-იანებში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად მიიჩნეოდა და ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე 40-ზე მეტჯერ იყო. პირველად ვალეტა 1994 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე მოდელი ლი ბეჰანი იყო, მაგრამ წყვილი მალევე განქორწინდა. მეორედ ამბერი ოლიმპიურ ფრენბურთის ჩემპიონ ქრისტიან მაქქაუზე დაქორწინდა, მაგრამ 11 წლის შემდეგ მათი თანაცხოვრებაც შეწყდა. მათ ვაჟი, სახელად ოდენი, შეეძინათ.

image








6. ბრუკ შილდსი ქალიშვილებთან ერთად

1980 წელს ბრუკ შილდსი Vogue-ის გარეკანზე გამოჩენილი ყველაზე ახალგაზრდა მოდელი გახდა. 16 წლის ასაკში მას უკვე მთელ მსოფლიოში იცნობდნენ. The Blue Lagoon-ში შესრულებული როლის შემდეგ კი შილდსი პოპულარობის მწვერვალზე მოხვდა.

90-იანებში ბრუკი ცნობილ ტენისის მოთამაშე ანდრე აგასიზე დაქორწინდა, მაგრამ მათი თანაცხოვრება დიდ ხანს არ გაგრძელდა. 2001 წლიდან კი ის დაქორწინებულია ამერიკელ სცენარისტსა და რეჟისორ ქრის ჰენჩიზე. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს: გრიერ ჰამონდი და როუან ფრანცისი.

image







7. აიშვარია რაი და მისი ქალიშვილი

აიშვარია რაი ინდოელი მსახიობი და ფოტომოდელია, რომელიც 1994 წელს "მის მსოფლიო" გახდა. 2007 წელს რაი დაქორწინდა მსახიობ აბჰიშეკ ბაჩჩანზე. 2011 წელს წყვილს გოგონა, აარადჰია, შეეძინა.

image








8. ადრიანა ლიმას შვილები

ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა პოპულარული ვიქტორია სეკრეტთან თანამშრობლობამ გახადა. უკვე 7 წელია, ლიმა მსოფლიოში ყველაზე სექსუალური მოდელების სიაშია. 2014 წელს ფორბსმა ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა (ჟიზელ ბიუდჰენის შემდეგ).

ადრიანა ლიმას პირველი ქორწინებიდან კალათბურთელ მარკო ჯარიკთან 2 შვილი ჰყავს: ვალენტინა და სიენა.

image








9. ლეტიცია კასტა უფროს ქალიშვილთან ერთად

ფრანგი სუპერმოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა ვიქტორია სეკრეტის ყოფილი მოდელია. მას 3 შვილი ჰყავს: ქალიშვილი საჰტინი ფოტოგრაფ სტივენ სედნუისგან, ვაჟიშვილი ორლანდო და ქალიშვილი ათენა კი - იტალიელი მსახიობ სტეფანო აკორსისგან. 2017 წლიდან ლეტიცია დაქორწინებულია მსახიობ ლუი გარელზე.

image








10. მერიემ უზერლის ქალიშვილი

მერიემ უზერლი გერმანელ-თურქი მსახიობია, რომელიც ცნობილი "დიდებულ საუკუნეში" შესრულებული როლის შემდეგ გახდა. მერიემს ურთიერთობა ჰქონდა თურქ ბიზნესმენ კან ატეშთან, მაგრამ წყვილი არ დაქორწინებულა. ისინი 2014 წელს დაშორდნენ, როცა მერიემი 4 თვის ფეხმძიმე იყო. 2014 წლის თებერვალში კი მას გოგონა, ლარა, შეეძინა.

image








11. ლილი ალდრიჯი და მისი ქალიშვილი

ლილი ალდრიჯი ამერიკელი ტოპ მოდელია და როგორც ადრიანა ლიმას, მასაც პოპულარობა ვიქტორია სეკრეტთან თანამშრომლობამ მოუტანა. 2011 წელს ის ქალებ ფოლოუილზე, როკ ბენდ Kings of Leon-ის წევრზე დაქორწინდა. წყვილი ერთად 2 შვილს ზრდის: ქალიშვილ დიქსი პეარს და ვაჟიშვილ უინსტონ როის.

image








12. ქეით ჰადსონის შვილები

ისე მოხდა, რომ ქეით ჰადსონს სამივე შვილი მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებისგან ჰყავს. მსახიობმა პირველი შვილი, რაიდერ რასელ რობინსონი, პირველ ქორწინებაში როკ-მუსიკოს ქრის რობინსონთან გააჩინა. Muse-ის წევრ მეთიუ ჯეიმს ბელამისთან ოთხწლიანი ურთიერთობის ნაყოფია მისი მეორე შვილი - ბინგჰემ ჰოუნი. 2018 წელს კი ქეითს მესამე შვილი, რანი როუზი, შეეძინა, რომლის მამაც Lightwave Records-ის დამფუძნებელი დენი ფუჯიკავაა.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილი მამაკაცები, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო სიმპათიურები გახდნენ

image


2. როგორი იქნებოდნენ მე-20 საუკუნის ლამაზმანები თანამედროვე სილამაზის სტანდარტებით

image


3. ცნობილი მშობლები, რომლებიც შვილებს მემკვიდრეობის გარეშე ტოვებენ

image

0
11977
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
11977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0