მრეწველობა პუტინმა დაიტრაბახა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი ატომური ყინულმჭრელი ექნებათ 2019, 4 სექტემბერი, 14:44 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ- მინისტრთან ნარედნუ მოდისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ყინულმჭრელის აგება და ინდოეთის პრემიერს გემის მაკეტი უჩვენა. პუტინმა ნარედნუ მოდისთან ერთად ქალაქ ბოლშოი კამენში დაათვალიერა გემმშენებელი ქარხანა "ზვეზდა", სწორედ აქ აიგება ზემოთ ნახსენები გემი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით შეეძლება ნებისმიერი სისქის ყინულის გადალახვა.
რუსეთის პრეზიდენტის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მოხდა აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 4-დან 6 სექტემბრის ჩათვლით იმართება ვლადივოსტოკში. 291 5-ს მოსწონს
|