x
image
კატაპულტი
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი IX ( ფული,შური)

26 სექტემბერი

image

არასდროს იფიქრო, რომ ფული ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. მასზე მეტად ღირებული პირველ რიგში სიყვარული და სიცოცხლეა. არასდროს გარისკო სიცოცხლე ფულის სანაცვლოდ და არასდროს დააკნინო სიყვარული მატერიალური კეთილდღეობით.

image

..მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, მაგრამ რომ სიღარიბეში იცხოვრო. როგორც შეძლებ და რამდენსაც შეძლებ, იშოვე, ოღონდ შრომით. ფული არასდროს არაა ზედმეტი. შენც ხომ იცი, ფული ბევრ რამეს წყვეტს დღეს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ყველაფერს არა. შრომით ნაშოვნზე ტკბილი არაფერია, არასდროს ხელი არ წაგიცდეს იმაზე, რაც არ გეკუთვნის, უფალი დაგსჯის. რასაც იშოვი, გაუფრთხილდი, რადგან ფული, როგორც ძნელად იშოვება, ისე ძნელად არ იხარჯება, ეგ მარტივი საკითხია. ერთ დღეში შეგიძლია დახარჯო მილიონი, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ხვალ შეიძლება ვეღარ იშოვო. მოერიდე ფულის სესხებასაც და გასესხებასაც. თუ ისესხებ, დარწმუნებული იყავი, რომ დათქმულ დროს გაისტუმრებ, თუ არა და არ გაეკარო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ფული სიცოცხლეს იხსნის ან ჯანმრთელობისთვისაა აუცილებლად საჭირო, დანარჩენს გადაიტან.

თუ ფულს ასესხებ ვინმეს, იგულისხმე, რომ ჩუქნი, უკან დასაბრუნებელ თანხაზე ნუ გათვლი რამე მნიშვნელოვანს. როცა ასესხებ, ისიც გაარკვიე რისთვის სჭირდება, რადგან ფულის მიცემითაც შეიძლება დაღუპო ადამიანი, თუ კაზინოს ან ნარკოტიკებს ეტანება, მით უმეტეს. მეგობრისთვის სესხებას განსაკუთრებით მოერიდე.

სხვისი ფულის არასდროს შეგშურდეს. მდიდრებსა და ღარიბებს შორის ურთიერთობა რთულია, იცოდე, რადგან ორი კატეგორიაა, ერთნი, მდიდრები, რომლებიც ფულის შოვნის შემდეგ ზემოდან უყურებენ სხვებს და მეორე, ღარიბები, რომლებიც მდიდრებს შურის თვალით უყურებენ. შენ შენი იცოდე მხოლოდ.

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - II ნაწილი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი III

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი IV

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი V

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VI (ოჯახი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VII (შვილი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VIII (დრო)

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0