x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139085
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512610
ამერიკაში 14 წლის მოზარდმა საკუთარი ოჯახი ამოწყვიტა
image

შტატ ალაბამაში (აშშ) 14 წლის მოზარდმა აღიარა საკუთარი ოჯახის წევრების დახოცვა, ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


14 წლის მოზარდმა, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება, ელკმონდში(ალაბამა)მოკლა მამა, დედინაცვალი, ძმები და და, სამი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი საავადმყოფოში.როგორც შერიფის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივენ იანგმა(Stephen Young)განაცხადა გამოძიებას დასადგენი აქვს მკვლელობის მოტივი.

image


აღსანიშნავია, რომ მოზარდი თვითონ მონაწილეობდა იმ 9 მილიმეტრიანი იარაღის ძებნაში, რომელითაც მკვლელობა ჩაიდინა და შემდეგ გადააგდო.


მკვლელობა მოხდა ორშაბათს 10:30-წუთზე, სწორედ ამ პერიოდში შევიდა შეტყობინება 911-ზე, სადაც 14 წლის მოზარდმა დისპეტჩერს განაცხადა, რომ სარდაფში იყო, როდესაც სროლის ხმა მოესმა, ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა სამი მიცვალებული, თავიდან სამართადამცავები მცდარ კვალს დაადგნენ, თუმცა შერიფის განცხადებით მოზარდმა დაკითხვის შემდეგ აღიარა დანაშაული.ჯერჯერობით უცნობია 14 წლის ბიჭს გაასამართლებენ თუ არა როგორც ზრდასრულს.


0
118
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0