x
image
alex999
ყველაზე გრანდიოზული 6 შენობა მთელ მსოფლიოში - ეს უნდა ნახოთ!

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზულ შენობებზე, რომლებიც უინტერესოდ არავის დატოვებს. წარმოგიდგენთ ამ შესანიშნაობებს...


image









ოპერის სასახლე სიდნეიშიimage

წამოგიდგენთ მსოფლიოში სახელგანთქმულ სიდნეის საოპერო სასახლეს. ეს შედევრი ექსპრესიონისტური არქიტექტურისა არის ახალგაზრდა დანიელი არქიტექტორის იორნ უტზონის ხედვა, რომლის უნიკალური შეერთებული სტილის“ნიჟარის“დიზაინმა დაამარცხა 28 ქვეყნის 933 კონკურსის მონაწილე, რათა გაემარჯვა საერთაშორისო დიზაინის კონკურსში, რომელიც ჩატარდა ახალი სამხრეთი უელსის მთავრობის მიერ 1959 წელს. შენობის მშენებლობა 1973 წელს დასრულდა და მთლიანობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. შენობა შეიცავს 5 თეატრალურ დარბაზს, 5 სარეპეტიცო სტუდიას, 60 გასახდელ ოთახს, 4 რესტორანს და 6 ბარს.







მეტროპოლ პარასოლი

image


ესპანეთის ქალაქ სევილიის ერთ-ერთი ქუჩის განახლებისას აშენდა პარასოლის მეტროპოლი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილი გახდა ტურისტული თვალსაზრისით. წლების წინ ამ ადგილას ბაზარი იყო გაშენებული, შემდეგში უბრალოდ სიცარიელეს წარმოადგენდა, ხოლო დღეს უკვე მეტროპოლია. მსოფლიოს ყველაზე დიდი ხის სტრუქტურა ამ ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს.







ლუი ვიტონის ფონდი

image


ეს არის ცნობილი არქიტექტორის და დიზაინერის ფრანკ გერის ფუტურისტული შედევრის მუზეუმი. ლუი ვიტონის ფონდის შენობა მომავლის არქიტექტორული ნაგებობებისთვის შთაგონების წყაროა. უახლესი ტექნოლოგიებით აშენებულ მუზეუმზე უმეტესწილად მინა და ხეა გამოყენებული. გარშემო ლამაზი ხედები და აუზიც უფრო სანახაობრივს ხდის ლუი ვიტონის ფონდს.







ჰარპას საკონცერტო დარბაზი და საკონფერენციო ცენტრი

image


ჰარპას საკონცერტო დარბაზი და საკონფერენციო ცენტრი მდებარეობს ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში. მშენებლობა დასრულდა 2011 წელს, ფასადი ჰენინგ ლარსენის სტუდიოს ცნობილ დანიელ არტისტ ოლაფურ ელიასსონთან კოლაბორაციით გაკეთდა. წითელი დარბაზის ინტერიერის დიზაინი ისლანდიურ ჯგუფს Batteríið Architects ეკუთვნის. ფასადი სრულიად გამჭვირვალეა. საინტერესოა კრისტალის კონცეფციაზე შექმნილი ელემენტები. ბუნებრივი განათება მთავარი მონაწილეა ფასადის ვიზუალში. ნაწილი მინებისა წარმოადგენს – dichromatic glass, ეს არის მინის კომპოზიციური მასალა, რომელიც არ ატარებს მზის სხივს და იმის მიხედვით თუ რა კუთხიდან უყურებ ან როგორია განათების ინტენსივობა ირეკალავს მწვანე, ყვითელ, ნარინჯისფერ ან მათ შემსავსებელ ფერებს. შენობა მთლიანობაში იტევს 1800 ადამიანს და გააჩნია 4 საკონცერტო დარბაზი.







გუანჯუს ოპერის სახლი


imageimage

ზემოთ მოცემული ფოტოები ეკუთვნის ჩინეთში მდებარე გვანჯუს ოპერის სასახლეს. შენობა აშენებულია მდინარე "მარგალიტის" სანაპიროზე და ქალაქს ორად ყოფს. 70 000 კვადრატულ მეტრზე აშენებულ ოპერის სასახლეს ასევე ფინანსური ცენტრის როლიც უკავია. სასახლე მოიცავს 1800 კაციან აუდიტორიასა და 400 კაციან სადარბაზოს.







დინამიური კოშკი

image


დინამიური კოშკები იტალიერი არქიტექტორის, დევიდ ფისერის მიერ არის შექმნილი. ამჟამად დუბაიში ფუნქციონირებს, ის ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომელსაც მოძრაობა შეუძლია 360 გრადუსით. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად საოცარია?














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!


















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ

image





არქეოლოგებმა პერუში 227 ბავშვის კოლექტიური საფლავი აღმოაჩინეს!

image





ტიტანობოაზეც უფრო დიდი?! - დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი გველები

image





დასახელდა ყველაზე მიმზიდველი 5 მასწავლებელი - რომელია თქვენი რჩეული?

image




აი რას ნიშნავს გახდე მშობელი - სახალისო ილუსტრაციები

image



2
1536
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1536
  
2020, 10 იანვარი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 იანვარი, 15:28
და საქართველოს ჩირკიშ შენობა რუსთაველზე?????? სადაც 4 წეკიწადში ერთხელ კასტინგი ტარდება ცხოველების შერჩევაზე. ჩოტა ხანს ქუთაისში იყო მაგრამ ჩირკის უფრუსმა მოინდომა რომ სახლთან უფრო ახლოს ყოლოდა.
0 1 2