სხვა რემონტების შედეგად მიღებული შედევრები - სიცილი არ გაბედოთ! 2019, 2 სექტემბერი, 8:45 სახლში წამოიწყო რემონტი და მხოლოდ საკუთარი ხელებით, მეტად რთული და სარისკო საქმეა. ნუ, თუნდაც იმიტომ არ ღირს ამის მარტო გაკეთება, რომ მოითხოვს დიდ შრომას და ბევრ დროს, ხოლო ნერვების ინვესტიციის შემდეგ არ იცით მოვა თუ არა შედეგი მოლოდინის თანხვედრაში. შეიძლება ვიღაცას აქვს ამის ნერვები და ნიჭი, თუმცა სახსრები არა, ან პირიქით...
თანამედროვე წყევლადაც სწორედ შემდეგი ფრაზა ითვლება "შენ გქონდეს დაუმთავრებელი რემონტი". ჰოდა, ვისაც გაქვთ რემონტის გამოცდილება, კი მიხვდებით ეს ვითომ უწყინარი ფრაზა სინამდვილეში რასაც აღნიშნავს. ირგვლივ ყველაფერი ისვრება, დასასრულს არ უჩანს ბოლო და თან ხელოსნების უმეტესი მატყუარა და აფერისტია, იმიზეზებენ ოჯახის წევრების გარდაცვალებას ან ავადმყოფობას და პარალელურად მუშაობენ სხვა ობიექტზე, ამ დროს კი შენი საქმე, რომელიც შეიძლებოდა 10 დღეში დასრულებულიყო, თვეზე მეტი იწელება და ამ ყველაფერს ეწირება შენი ნერვები. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, რომ მუშის დაქირავების გარეშე ინდომებს ვიღაც, რომ სახლი შედევრს დაამსგავსოს, ან უბრალოდ ადამიანების განსაზღვრული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი (ერთი შეხედვით) ისეთი მარტივია, რომ თავადაც მშვენივრად შეძლებს ყველაფრის გაკეთებას. მოლოდინი რომ არ ნიშნავს რეალობას, ამაში ალბათ ყველა დარწმუნდით, ჰოდა, მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ დარწმუნებულა, მოვიტანე ფოტოკრებული, სადაც ნახავთ რემონტების შედეგად მიღებულ "შედევრებს", ანუ როგორ გააწბილა მონდომება უნიჭობამ. P.S. ალბათ "ძალიან უნდა მოინდომო", რომ ასეთი შედეგ(ებ)ი მიიღო :)) 8516 13-ს მოსწონს
|