x
image
ელენე გუმა
“გადაწყვეტილება მიღებულია, გიორგი გახარია პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი შს-მინისტრი”
image
გიორგი გახარია პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი შს-მინისტრი, გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად 2 სექტმბერს გახდება ცნობილი.


ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.


"გადაწყვეტილება მიღებულია! ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, გიორგი გახარია პრემიერი, სხდომა ოცნების ოფისში დამთავრდა! დანარჩენი ხვალ გახმაურდება ოფიციალურად! გამარჯობასთ ირაკლის მტრებო"- წერს ჯღარკავა.


პარტია “ქართული ოცნებაში ” ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართა.



ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.


“პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.უმრავლესობის წევრებმა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

0
295
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0