საზოგადოება "- თქვენი მეუღლე რას საქმიანობს? - ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს..." - გოდერძი ჩოხელის ნინო 2019, 1 სექტემბერი, 15:57
...
თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!
- ვინა ხარ? - გოდერძი ჩოხელი. - რას აკეთებ? - ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ. - ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს. - მე სხვანაირად ვწერ. - ვაჟა-ფშაველა ხარ? - გუდამაყრელი. - აქ სახლი თუ გაქვს? - არა. - აბა, ეს სად მიგყავს? - შინ. - სოფელში? - არა, აქ. - ბინა არა მაქო? - მექნება. - როდის? - ცოლს რომ შევირთავ, მერე. - მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის. - არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ. - სად, თუ სახლი არა გაქვს? - ღმერთი მომცემს. - ჰო, ჰო, დაელოდე! - დაველოდები. ახლა გოგოს ლამაზი მშობლები თავიანთ ლამაზ შვილს მოუტრიალდნენ: - შენ რას იტყვი? - მიყვარს. - ვინ გიყვარს, ეეს? - აი, ეს. თქვენ არ იცით, რა კარგი ბიჭია. ნინო მელაშვილი - ( გოდერძი ჩოხელის მეუღლე ): "...ხშირად მიფიქრია: საოცარია, არა? გამოჩნდა გოდერძი, სოფლიდან ჩამოსული, უმამოდ გაზრდილი ბიჭი, ჩემი წრისგან, ყოფისგან სრულიად განსხვავებული ჩაცმულობით, აზროვნებით, მანერებით და უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა" დაწერა და... მისი დავიჯერე..." - თქვენი მეუღლე რას საქმიანობს? - ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს... გოდერძი ჩოხელი - "ნინოს" მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ - მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს, მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა - ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება... 275 შეფასება არ არის
|