x
სტრესი-დეპრესია

ცხოვრებაში ერთხელ ყველას გვქონია დეპრესია გარკვეული მიზეზების გამო. ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ვიმუხტებით უარყოფითი ენერგიით, გვეწყება სტრესი, ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, ან შემოვიფარგლოთ 3-4 დღით და შემდეგ ყველაფერი გადაგვავიწყდეს, შესაბამისად ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამ მძიმე დღეების ატანა უწევს ჩვენს ორგანიზმს და რათქმაუდა ეს ყველაფერი მასზე ცუდად აისახება, ახლა კი გადავიდეთ გამომწვევ მიზეზებზე, უამრავი შესაძლო მიზეზი არსებობს, მაგრამ დღეს მე შევარჩიე 2 და საკმაოდ გავრცელებული.



1. როდესაც ვერ ვაღწევთ მიზანს

მართალია რთულია მიზნის მიღწევა, მაგრამ თუ ამას დავისახავთ არც ეს გაგვიჭირდება, ვინაიდან შეუძლებელი არაფერია, დავაჯეროთ ჩვენს თავს ის, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მივაღწევთ მიზანს და დავდებთ სასურველ შედეგს, მაგრამ ალბათ გაგიჩნდათ კითხვა- როგორ? ამისთვის საჭიროა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვწამდეს ჩვენი შესაძლებლობების და არასდროს დავიხიოთ უკან. უმთავრესი კი შრომაა, მუშაობა, მისგარეშე შედეგის დადება გაგვიჭირდება . ჰოდა ახლა ვინც ამას კითხულობთ, დეპრესიაში ხართ , საწოლში მოკალათებულხართ და ცრემლებად იღვრებით , გაფრთხილებთ რომ არ ღირს. ეს უსაქმოდ გატარებული დღეები ჯობდათ დაგეთმოთ კითხვისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვისს მაგრამ ახლაც არ არის გვიანი გააკეთოთ ის რაც თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ .დეპრესია ეს უბრალოდ ფუჭი დღეებია რომლის ასე უქმად გამოყენებას მომავალში ვინანებთ


2. როდესაც ვკარგავთ მეგობრებს

რათქმაუნდა არარის სასიამოვნო მეგობრის დაკარგვა, მაგრამ ეს დეპრესიად არ ღირს რადგანაც ჩვენ ის უკვე დავკარგეთ. ნამდვილი წრფელი მეგობრები არ დაგტოვებენ, ისინი მუდამ შენს გვერდით იქნებიან, ამიტომ გაანალიზეთ ის რომ ვინც დაკარგეთ ის არიყო ნამდვილი , მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი რთულია ისეთი ადამიანის პოვნა რომელსაც ცხოვრების ბოლომდე უწოდებ მეგობარს.მკითხველებო ალბათ თქვენც გყავთ მეგობარი გვერდით რომელსაც ენდობით, ფიქრობთ რომ არ დაგაღალატებთ, მაგრამ შესაძლოა ასე სულაც არ არის. კარგად დაფიქრდით, დაუკვირდით მის საქციელებს, ჯერ თქვენთან, შემდეგ სხვასთან, გაიკითხეთ მის შესახებ და თუ საჭირო გახდა სანამ თვითონ წავა თავად მოაშორეთ თქვენს ცხოვრებას ასე გაითავისუფლეთ თავი ნიღაბს ამოფარებული ყალბი, შურით და ბოროტებით სავსე ადამიანებისაგან რადგან ისინი თქვენ კარგს არაფერს მოგიტანენ სჯობს ერთი გყავდეს და ნამდვილი ვიდრე ასი და ყალბი.

ნუ იღელვებთ უამრავ მეგობარს დაკარგავთ და კიდევ უფრო მეტსაც შეიძენთ .


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:Tamta ubilava
Tamta ubilava
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0