x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
ჯენიფერ ენისტონის დიეტა

მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უკვე 40 წლისაა, მაგრამ მისი სხეულის 20 წლის გოგონებსაც კი შურს. ასეთი ფორმების მისაღწევად ჯენიფერს დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.


სამსახიობო კარიერის დასაწყისში მსახიობი სულაც არ იყო ასეთი სექსუალური სხეულის პატრონი. მან მიმართა სხავდასხვა ხერხს,
რათა მიეღო ის შედეგი რასაც დღეს ვხედავთ. მრავალი დიეტის ცდის შემდეგ, ის შეჩერდა ერთ-ერთზე, რომელსაც დღესაც მიმართავს.


რა დიეტაა ასეთი, რომლის წყალობითაც ჯენიფერი თითქმის ყველა მამაკაცისათვის მიმზიდველი და სასურველი ქალია?!

ეს არის ხილი და ბოსტნეული, საქონლის ხორცი და ქათმის თეთრი ხორცი, ასევე მცენარეული ცხიმები. ჯენიფერმა სრულიად ამოიღო კვების რაციონიდან პური, კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, ალკოჰოლი და კოფეინი. მიმზიდველი მსახიობი დღეში სამჯერ ჭამს და სვამს ძალიან ბევრ წყალს.

იმისათვის რომ შეინარჩუნოს მიღწეული ფორმები, ჯენიფერი კვირაში სამჯერ აკეთებს 20 წუთიან კარდიო-ვარჯიშს და შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი ვარჯიშობს იოგაში, რომელიც ფიზიკურთან ერთად, სულიერ სიძლიერეს მატებს.

ჯენიფერ ენისტონი თვლის ორმ სილამაზე არა მხოლოდ სხეულშია, არამედ თმაშიც. ამიტომ იგი ყოველდღიურად მიირთმევს კურაგას, ქიშმიშს და ბერძნულ თხილს, რომლებიც სავსეა ვიტამინებით.

ასე რომ გოგონებო, სილამაზე მსხვერპლს ნამდვილად არ მოითხოვს. საჭიროა მხოლოდ სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში, რაც მიმზიდველ სხეულთან ერთად, დღეგრძელ და ჯანმრთელ სიცოცხლეს მოგანიჭებთ.


imageimageimageimageimage



1
395
1-ს მოსწონს
ავტორი:sunshine
sunshine
395
  
2012, 29 ივლისი, 14:56
+1
0 1 1