x
image
კატაპულტი
დღეს, 31 აგვისტოს, ,,დინამო არენაზე" ისტორიული მატჩი გაიმართება

image

დღეს, 31 აგვისტოს, “დინამო არენაზე" თიბისი რაგბის სერიების მეორე მატჩი გაიმართება. ქართველი ბორჯღალოსნები შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გუნდია მსოფლიოში. ხსენებულ მეტოქესთან აქამდე ორჯერ გვაქვს ნათამაშები, პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც 6:15 დავმარცხდით და მეორედ 2016 წლის ნოემბერში, როდესაც 43:16 დავმარცხდით.


დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისისთვის, რადგან შოტლანდიის ნაკრები მსოფლიო თასზე მოასპარეზე არცერთ გუნდს არ ჩამოუვარდება კლასითა და თამაშის ხარისხით.


image



ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “დინამო არენას" შევსების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ტრიბუნების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია და გულშემატკივრებთან ერთად, ბევრად უფრო იოლია თამაში. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, რომ სტადიონზე მოვიდნენ, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოში რაგბი უყვართ" - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.


ეროვნულ ნაკრებს ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად, მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.



ტრავმირებული მოთამაშეები შოტლანდიის ნაკრებსაც ჰყავს, თუმცა საქართველოში მაინც ძლიერი შემადგენლობით ჩამოვიდა.

image

“დიდი ჯაფა დაგვადგება" - განაცხადა შოტლანდიელების მთავარმა მწვრთნელმა, მეთიუ ტეილორმა.


შეგახსენებთ, რომ მატჩი 31 აგვისტოს, 20:00 საათზე “დინამო არენაზე" გაიმართება.


ასევე საინტერესოა:

ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) იაპონიაში ძეგლი დაუდგეს

1
36
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
36
  
2019, 31 აგვისტო, 16:23
წარმატებები ქართველ მორაგბეებს!
0 1 1