პროზა მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VIII (დრო) 2019, 30 აგვისტო, 22:28 24 სექტემბერი იცი, ცხოვრებაში რასაც ვნანობ, უქმად დახარჯული ბევრი დროა. შენი ტოლი რომ ვიყავი, ვერ ვაფასებდი დროს, უფრო მეტიც, სულ ახლახანს ვისწავლე დროის მნიშვნელობა..... ... ყველაზე ცოტა რაც ჩვენს სიცოცხლეშია, დროა. ფული შრომით უნდა იშოვო, სიყვარული - გრძნობით და ადამიანობით მოიპოვო, ჯანმრთელობა - საკუთარი თავის სიყვარულითა და ყურადღებით, დროს კი ვერაფრით მოიპოვებ, ვერც იყიდი, ვერც გადაცვლი, ის ერთხელაა და არ მეორდება, ყოველი წამი დასაფასებელია. ჩვეულებრივ, ადამიანების უმრავლესობა იმაზე ფიქრობს, დრო როგორ გაატაროს, მაგრამ ვინც მისი ფასი იცის, ცდილობს ყველა წამი გამოიყენოს. ... და როცა გვიან ხვდებიან, რომ დრო ბევრი არაა, სხვას უნდათ რომ მოპარონ, მაგრამ... ხომ ვთქვი, რომ ის ვერ მოიპოვება ვერანაირად. ყველაზე მეტი დრო იმ ხალხს დაუთმე, ვინც გიყვარს, ყველაზე ნაკლები დრო - იმას, რაც იცი, რომ ვერაფერს შეგიცვლის და შეგმატებს. დრო ცოტაა და მნიშვნელოვანს ნურაფერს გადადებ მეორე დღისთვის ან თუნდაც, მეორე წუთისთვის. აი, მაგალითად ბოდიში, შეიძლება წამით დაგვიანების გამო გული მოუკლა ადამიანს, ან სასიკვდილოდ გადაიმტერო. დრო რომ დამეფასებინა თავის დროზე, უფრო ახლობელი ვიქნებოდი შენთვის, უფრო მეტს მოვასწრებდი. ვინ იცის, რამდენი საათი მაქვს გატარებული უაზროდ. ახლა კი... იმდენად ვნანობ უქმად გაფლანგულ დროს, რომ ყურებში საათის წიკ-წიკის ხმა ჩამესმის, თითქოს მეუბნება, ნახე, როგორ მივქრივარ, ასე ვიყავი სულო.
იხილეთ წინა თავები:
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VII (შვილი)
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი VI (ოჯახი)
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი 60 2-ს მოსწონს
|