შოუბიზნესი მეგან მარკლის უხერხული სიტუაციები, რომელსაც კრიტიკოსები დიდხანს განიხილავდნენ 2019, 30 აგვისტო, 17:09 მას შემდეგ, რაც მსოფლიომ, პრინც ჰარისა და ჰოლივუდის მსახიობის მეგან მარკლის დიდი ხნის ნანატრ ნიშნობაზე შეიტყო, გოგონას მიმართ პრესისა და საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაასმაგდა. რა თქმა უნდა, ასეთ პოპულარობაზე ალბათ ნებისმიერი ქალბატონი ოცნებობს, თუმცა, დამეთანხმებით, რომ მასაც თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, და თან არა ერთი. საქმე იმაშია, რომ ახლა უკვე სასექსის ჰერცოგინიას თითოეულ ნაბიჯს, მის ყოველ სიტყვას, თითოეულ ზედმეტ კილოგრამს, ჩაცმის სტილს - პრესა კიდევ უფრო დიდი ინტერესით აკვირდება. რაც სხვისთვის საპატიებელია, პრინც ჰარის რჩეულს სასტიკად ეკრძალება. ახლა კი, გთავაზობთ მეგან მარკლის ყველაზე წარუმატებელ "ლუქებს", რომელიც სოციალურ ქსელში სერიოზული განხილვის თემად იქცა და რომელიც შეუმჩნეველი, არც კრიტიკოსთა თვალს დარჩენია.კაბა, რომელმაც მეგან მარკლის ყველა "ღირსება" მთელი ბრწყინვალებით წარმოაჩინარამდენიმე ზომით პატარა კაბაც უყურადღებოდ არავის დარჩენიაეტიკეტი, რომლის მოჭრაც მეგანს დაავიწყდა, დიდი ხნის განმავლობაში, ტაბლოიდების გარეკანიდან არ ჩამოსულაუკომენტაროდუსაშველოთ გრძელი შარვალი, არც მოდის კრიტიკოსებს დარჩენიათ შეუმჩნეველიკაბა, რომელიც კრიტიკოსების აზრით, სასექსის ჰერცოგინიას ღირსებებს ხაზს საერთოდ არ უსვამს, მით უმეტეს, მბზინავ კოლგოტებთნ ერთადსამეფო სტანდარტებისთვის შეუფერებელი კაბა, რომელიც დედოფალს კატეგორიულად არ მოეწონაკრიტიკოსებს არც ეს კაბა დარჩენიათ ყურადღების მიღმა5518 შეფასება არ არის |