პოლიტიკა ქალი, რომელმაც ციხეში 35 წელი გაატარა იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, 3 მილიონ დოლარს მიიღებს 2019, 30 აგვისტო, 15:38
68 წლის კატი ვუდსმა 35 წლიანი სასჯელი მოიხადა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. იგი იმ პატიმართა რიგს მიეკუთვენება რომლებიც სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, იმ განსხვავებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს იხდიდა სასჯელს სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.
კატი ვუდს რენოს კოლეჯის სტუდენტის Michelle Mitchell-ის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. გოგონა 1976 წელს მოკლეს და ამ დროიდან მოყოლებული 1979 წლამდე მიმდინარეობდა ძიება.
1979 წელს ვუდსი მკურნალობას გადიოდა ლუიზიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც პოლიციის დეტექტივებმა, ადვილად დაარწმუნეს ყალბი ჩვენების მიცემაში, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი.
აღნიშნულ საქმეს მას შემდეგ მიუბრუნდნენ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ, შესაბამის სამსახურებს საშუალება მისცა დე-ენ-ემ-ის ანალიზი გაკეთებულიყო და სხვა საქმიდან, რომელიც აღნიშნულ საქმეს უკავშირდებოდა, მტკიცებულების სახით ამოღებული სიგარეტის ნამწვის საშუალებით დაედგინათ, რომ მკვლელი რეალურად როდნი ჰალბაუერი გახლდათ. სახელმწიფო მოხელეების აზრით, ჰალბაუერმა კიდევ 5 ქალი გააუპატიურა და მოკლა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანის მკვლელობაში იქნა მსჯავრდებული. 2015 წელს ვუდსი გაათავისუფლეს, ხოლო ვაშოოს ოლქის კომისიამ, 4 ხმით 0-ის წინააღმდეგ, გადაწყვიტა, რომ მას ზიანის ანაზღაურების სახით 3 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. თუმცა ვუდსის ადვოკატი ფიქრობს, ნევადის ახალი კანონი, რომელიც მალე იქნება მიღებული, უსამართლოდ მსჯავრდებისთვის გამართლებულებს 3, 5 მილიონი აშშ დოლარის მიღების შესაძლებლობას მისცემთ. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი სახის მიდგომა დეტექტივების მხრიდან, უდიდესი დანაშაული იყო და იმედოვნებენ, რომ აღარასდროს გამეორდება. 797 1-ს მოსწონს
|