სხვა ბრაზილიაში ძაღლმა ახალშობილი გადაარჩინა, რომელიც დედამ ნაგავში გადააგდო 2019, 30 აგვისტო, 13:32 ბრაზილიის პატარა ქალაქ კამპინას არც ერთი მცხოვრები, ამ უცნაურმა ამბავმა, გულგრილი არ დატოვა. მის ერთ -ერთ ღარიბულ უბანში ხალხი ხშირად, ნაგვის კონტეინერებთან მოდარაჯე, ერთ, წითურ მაწანწალა ძაღლს ხედავდა, რომელიც ყოველთვის საკვებს ეძებდა.მაგრამ ერთ დილას, გამვლელები საოცარი სანახაობის მომსწრე გახდნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, თუ როგორ მზრუნველობით და სათუთად მიჰყვადა ძაღლს პირით, ახალშობილის პატარა, უსიცოცხლო სხეული, იქვე, შორიახლოს მყოფი ადამიანებისკენ. პატარა არანაირ ხმას არ გამოსცემდა, ჭუჭყიან მიწაზე მისი ჭიპლარი ჯერ კიდევ ეთრეოდა, შოკირებული გამვლელები, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალშობილი უკვე გარდაცვლილი იყო.სავარაუდოდ, ძაღლმა ახალშობილი ნაგვის კონტეინერებთან ახლოს იპოვა და იქვე, მყოფ ადამიანებს მიუყვანა. ჭკვიანი ცხოველი კარგად ხვდებოდა, ცოტა ხნის წინ, ამ სამყაროში მოვლენილ პატარას, ხსნა თუ სად შეიძლებოდა რომ ეპოვა.ერთ- ერთი ქალი, რომელიც ძაღლს შეეგება და პატარა ხელში აიყვანა, შოკიდან ჯერ კიდევ თავად არ იყო გამოსული. ახალშობილი - გოგონა იყო და მისი გული ჯერ კიდევ ფეთქავდა. საკუთარმა დედამ, რომელმაც ჩვილი ნაგავსაყრელზე სასიკვდილოდ გაიმეტა, ქუჩის მაწანწალა ძაღლმა გადაარჩინა - მეტი სასწაული რა უნდა იყოს.ბავშვი დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების მიერ არაერთი კვლევისა და შემოწმების ჩატარების შემდეგ, ჩვილი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა, მედიკოსების თქმით, პატარას სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.ადგილობრივმა პოლიციამ ახალშობილის ბიოლოგიური დედის ძებნა უკვე დაიწყო, რათა ქალმა ჩადენილი ქმედებისთვის კანონის წინაშე პასუხი, მთელი სიმკაცრით აგოს.
მაწანწალა ძაღლი კი ქალაქში ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. ადგილობრივებმა ოთხფეხას - მხსნელი ანჟელა შეარქვეს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მისი სახით, დედამიწაზე ანგელოზი დაეშვა.209 შეფასება არ არის |