x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სიყვრულის სურნელი“: მამაკაცმა უსინათლო მეუღლისთვის ყვავილების გაშენებას 10 წელი მოანდომა (ვიდეო)
image


ვარდისფერი ფლოქსის ეს ულამაზესი სანახაობა, ყოველწლიურად ათასობით დამთვალიერებელს იზიდავს, რომლებიც არა მხოლოდ მათი საუცხოო სურნელით ტკბებიან, არამედ ამ "ყვავილების ხალიჩის" მთავარი შემოქმედის - 86 წლის ტოსიუკი კუროკის მიმართ საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავენ.


image


მამაკაცუკვე 20 წლის განმავლობაში, საკუთარ ბაღში, ფლოქსის ყვავილებს მხოლოდ იმიტომ უვლის, რომ მისი 76 წლის უსინათლო მეუღლეს - იასუკოს, მათი საოცარი სურნელის შეგრძნება და საგანგებოდ, ყვავილების სანახავად მოსულ ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეს.


image


ეს საოცარი წყვილი 1956 წელს ისე დაქორწინდა, რომ ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობები არ ჰქონდათ, ვინაიდან მათი შეუღლების ამბავი მშობლების მიერ იქნა გადაწყვეტილი, ამიტომ ახალგარზდები ერთმანეთს წესიერად არც კი იცნობდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, წყვილს შორის უდიდესი გრძნობაც გაჩნდა და ტოსიუკი და იასუკო ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები გახდნენ. ცოლ-ქმარი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, რომელსაც ოჯახისთვის საკმარისი შემოსავალი ვერ მოჰქონდა. ამასობაში, წყვილს სამი შვილი შეეძინა, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით მათ გადაწყვიტეს სარძეო მეურნეობას სერიოზულად დაუფლებოდნენ.


image


ოჯახი ბევრს და თავდაუზოგავად შრომობდა, შესაბამისად, მათ მეურნეობაუკვე კარგი შემოსავალიც მოჰქონდა, ბავშვებიც გაიზარდნენ, ბიზნესიც აეწყო და წყვილმა დიდი ხნის ოცნების ახდენა, კერძოდ კი, სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ერთმა ჩვეულებრივმა დღემ ცოლ-ქმრის გეგმებში ყველაფერი თავდაყირა დააყენა... მოულოდნელად იასუკომ თავი შეუძლოდ იგრძნო, მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა, რის შემდეგაც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა პაციენტს, საგანგაშო ვერაფერი აღმოუჩინეს, თუმცა, ამ ვიზიტიდან სულ მოკლე დროში, ქალმა მხედველობა მთლიანად დაკარგა. როგორც გაირკვა, მიზეზი შაქრიანი დიაბეტი იყო, რომლითაც 52 წლის იასუკო უკვე წლებია იტანჯებოდა..


image


ერთ გაზაფხულს, ტოსიუკმა შენიშნა, თუ რამხელა ინტერესს იწვევდა საზოგადოების მხრიდან მის ბაღში გაშენებული ულამაზესი, ვარდისფერი ფლოქსის ყვავილები. მაშინ მოსიყვარულე მეუღლემ გადაწყვიტა, რომ თუ მისი მეუღლე საზოგადოებაში გასვლას ვერ ახერხებდა, ისინი მასთან თავად მოვიდოდნენ, ყვავილების სილამაზით დატკბებოდნენ, ხოლო ფლოქსის წარმოუდგენელი სურნელების ფონზე იასუკო ადამიანებთან ურთიერთობასაც შეძლებდა. 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მოსამზადებლად, ტოსიუკს არც მეტი, არც ნაკლები, სრული ორი წელი დასჭირდა, და სულ მალე, ნაკვეთი წარმოუდგენელი სილამაზის ვარდისფერი ყვავილების ხალიჩით მოიქარგა, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი მიდიოდა.



image


კუროკის ბაღი იაპონიაში ახლა უკვე ბავშვმაც კი იცის, ყოველწლიურად, მის სანახავად ადგილზე, 5 ათასამდე დამთვალიერებელი ჩადის, რომელთაც მუდამ მომღიმარი იასუკო თავად ეგებება და ბაღის გაშენების ისტორიასაც უყვება.


image


მართალია, ქალს არ შეუძლია ამ წარმოუდგენელი სილამაზის ხილვა, რომელიც მისთვის, საგანგებოდ, საყვარელმა მეუღლემ შექმნა, თუმცა, საუცხოო ფლოქსის სურნელებით დატკბობას, იასუკო, თვალის სინათლის გარეშეც, მშვენივრად ახერხებს.







0
85
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
85