სხვა "სიყვრულის სურნელი“: მამაკაცმა უსინათლო მეუღლისთვის ყვავილების გაშენებას 10 წელი მოანდომა (ვიდეო) 2019, 29 აგვისტო, 15:46 ვარდისფერი ფლოქსის ეს ულამაზესი სანახაობა, ყოველწლიურად ათასობით დამთვალიერებელს იზიდავს, რომლებიც არა მხოლოდ მათი საუცხოო სურნელით ტკბებიან, არამედ ამ "ყვავილების ხალიჩის" მთავარი შემოქმედის - 86 წლის ტოსიუკი კუროკის მიმართ საკუთარ აღფრთოვანებას ვერ მალავენ.მამაკაცი უკვე 20 წლის განმავლობაში, საკუთარ ბაღში, ფლოქსის ყვავილებს მხოლოდ იმიტომ უვლის, რომ მისი 76 წლის უსინათლო მეუღლეს - იასუკოს, მათი საოცარი სურნელის შეგრძნება და საგანგებოდ, ყვავილების სანახავად მოსულ ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეს.ეს საოცარი წყვილი 1956 წელს ისე დაქორწინდა, რომ ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობები არ ჰქონდათ, ვინაიდან მათი შეუღლების ამბავი მშობლების მიერ იქნა გადაწყვეტილი, ამიტომ ახალგარზდები ერთმანეთს წესიერად არც კი იცნობდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, წყვილს შორის უდიდესი გრძნობაც გაჩნდა და ტოსიუკი და იასუკო ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები გახდნენ. ცოლ-ქმარი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, რომელსაც ოჯახისთვის საკმარისი შემოსავალი ვერ მოჰქონდა. ამასობაში, წყვილს სამი შვილი შეეძინა, მეტი შემოსავლის მიღების მიზნით მათ გადაწყვიტეს სარძეო მეურნეობას სერიოზულად დაუფლებოდნენ.ოჯახი ბევრს და თავდაუზოგავად შრომობდა, შესაბამისად, მათ მეურნეობას უკვე კარგი შემოსავალიც მოჰქონდა, ბავშვებიც გაიზარდნენ, ბიზნესიც აეწყო და წყვილმა დიდი ხნის ოცნების ახდენა, კერძოდ კი, სამოგზაუროდ წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ერთმა ჩვეულებრივმა დღემ ცოლ-ქმრის გეგმებში ყველაფერი თავდაყირა დააყენა... მოულოდნელად იასუკომ თავი შეუძლოდ იგრძნო, მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა, რის შემდეგაც, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა პაციენტს, საგანგაშო ვერაფერი აღმოუჩინეს, თუმცა, ამ ვიზიტიდან სულ მოკლე დროში, ქალმა მხედველობა მთლიანად დაკარგა. როგორც გაირკვა, მიზეზი შაქრიანი დიაბეტი იყო, რომლითაც 52 წლის იასუკო უკვე წლებია იტანჯებოდა..ერთ გაზაფხულს, ტოსიუკმა შენიშნა, თუ რამხელა ინტერესს იწვევდა საზოგადოების მხრიდან მის ბაღში გაშენებული ულამაზესი, ვარდისფერი ფლოქსის ყვავილები. მაშინ მოსიყვარულე მეუღლემ გადაწყვიტა, რომ თუ მისი მეუღლე საზოგადოებაში გასვლას ვერ ახერხებდა, ისინი მასთან თავად მოვიდოდნენ, ყვავილების სილამაზით დატკბებოდნენ, ხოლო ფლოქსის წარმოუდგენელი სურნელების ფონზე იასუკო ადამიანებთან ურთიერთობასაც შეძლებდა. 3 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მოსამზადებლად, ტოსიუკს არც მეტი, არც ნაკლები, სრული ორი წელი დასჭირდა, და სულ მალე, ნაკვეთი წარმოუდგენელი სილამაზის ვარდისფერი ყვავილების ხალიჩით მოიქარგა, რომლის სანახავად ათასობით ადამიანი მიდიოდა.კუროკის ბაღი იაპონიაში ახლა უკვე ბავშვმაც კი იცის, ყოველწლიურად, მის სანახავად ადგილზე, 5 ათასამდე დამთვალიერებელი ჩადის, რომელთაც მუდამ მომღიმარი იასუკო თავად ეგებება და ბაღის გაშენების ისტორიასაც უყვება.მართალია, ქალს არ შეუძლია ამ წარმოუდგენელი სილამაზის ხილვა, რომელიც მისთვის, საგანგებოდ, საყვარელმა მეუღლემ შექმნა, თუმცა, საუცხოო ფლოქსის სურნელებით დატკბობას, იასუკო, თვალის სინათლის გარეშეც, მშვენივრად ახერხებს.85 შეფასება არ არის |