x
image
მაია 24
"ფსიქიატრთან უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა
image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება პეკინის გამზირზე ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც უცნობმა ქალმა 3 წლის ბავშვი სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა. ტელეწამყვანი ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ სტიგმაზე წერს:


"მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია. რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადატურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.


დაინახეს, რომ მარტო არ არიან და დაინახეს, რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.



ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია, რის გამოც ალბათ ფსიქიატრთან არც კი მისულა. ფსიქიატრთან ასევე უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს", - წერს ჟურნალისტი.


პო­ლი­ცი­ამ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მცი­რე­წლოვ­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი გუშინ და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ს. და­ა­კა­ვეს.


გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, 2015 წელს და­ბა­დე­ბულ მცი­რე­წლო­ვანს, ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.


სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­ა­თავ­სეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მას კლი­ნი­კი­დან დღეს გა­წე­რენ.


გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.


შემ­თხვე­ვა პე­კი­ნზე 2 დღის წინ, სა­ღა­მოს მოხ­და. მცი­რე­წლო­ვა­ნი მშობ­ლებ­თან ერ­თად მო­დი­ო­და, როცა მას­თან უც­ნო­ბი ქალი მი­იჭ­რა და სა­ხის არე­ში დაჭ­რა.


როგორც მოგვიანებით თავდამსხმელის მეზობლების მონაყოლიდან გაირკვა, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას "მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა არ მკურ­ნა­ლობ­და".


"ჯი­უ­ტი იყო მკურ­ნა­ლო­ბის მხრივ. სჭირ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ არ მკურ­ნა­ლობ­და. ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ ეტყო­ბო­და, რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ, მე ვიც­ნობ­დი ბავ­შვო­ბი­დან და ვი­ცო­დი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე იწვა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და და მა­ლე­ვე გა­მო­დი­ო­და", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა ლია მი­ქა­ძემ.


ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელებში უამრავი კრიტიკული კომენტარი დაიწერა, არაერთმა ადამიანმა დაწერა, რომ დაკავებულის მონაწილეობით, მსგავსი ფაქტი ადრეც მომხდარა. მოქალაქეების სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვენ.


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


1
600
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
600
  
2019, 29 აგვისტო, 15:15
კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ, რომ შევსწრებოდი, როგორც საზიგადოებისათვის საშიშს ტყვიას დავაჭედებდი.
ნანუკა ჟორჟოლიანო, ცუდად "აპრავებ"! თუ ფსიქიურად ავადმყოფი იყო რატომ არ იყო შესაბამის დაწესებულებაში?
მიჩვეულიც ხარ მკვლელების დაცვაში, შენმა ყოფილმა ქმარმა სვანი ბიჭი ცემით მოაკვლევინა შენთან შეცდომით დარეკვის გამო.
მიჩივლე თუ ვცრუობ...
0 1 1