x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ვის უხდება გადახოტრილი თავი?!
ვარსკვლავები აღიარებენ, რომ როლის გულისთვის მზად არიან წავიდნენ ყველაფერზე, თუნდაც დაემშვიდობონ თავის მშვენიერ გრძელ თმას და თავი გადაიხოტრონ. "თუკი ეს რეჟისორის მოთხოვნა არის თავს დაუფიქრებლად გადავიხოტრავ!" - ამბობს რიზ უიზერსპუნი. მართალია თავად მსახიობს ჯერ არ მოუწია ამის კაკეთება მისი მრავალრიცხოვანი კოლეგებისგან განსხვავებით. ახალა კი გვეძლევა შესანიშნავი საშუალება ვნახოთ, თუ ვის მოუწია თავის გადაპარსვა ამა თუ იმ როლის გამო. ზოგმა ეს ძალიან მძაფრად აღიქვა, რადგან საერთოდ არ მოუხდა, ზოგს კი მოუხდა და შემდეგაც ატარებდა ამ ვარცხნილობას.
– ____________________________________________________
1. imageქეით ბლანშეტს უნდოდა გადაეხოტრა თავი როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მაგრამ მხოლოდ 2002 წელს გარისკა ფილმის გადაღებისთვის. "ჩემმა აგენტმა მირჩია შლიაპით გამოვსულიყავი სახლიდან სანამ თმა გამეზრდებოდა, მაგრამ მე არ დავეთანხმე. ვერც კი წარმოიდგენთ რა სიამოვნებაა როდესაც თავი გაქვს გადახოტრილი!"-აღნიშნა მსახიობმა.



– ____________________________________________________

image2. შარლიზ ტერონმაც ასევე ფილმისთვის გადაიხოტრა თავი, რის შემდეგაც სანამ თმა გაეზარდა ის შლიაპის გარეშე არავის უნახავს. სავარაუდოდ მას დიდად არ მოსწონს ვარცხნილობის ეს ტიპი.









– ____________________________________________________



image3. მოგწონთ თმახოტორა კამერონ დიასი?! სინამდვილეში კი მას თმა არ გადაუხოტრავს, ეს უბრალოდ გრიმის ეფექტია ფილმისთვის.












– ____________________________________________________
image4. 2007 წელი ბრიტნი სფირსისთვის დაძაბული და საკმაოდ დეპრესიული აღმოჩნდა. ის დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა და ხანდახან შესამჩნევი იყო მისი არაადეკვატურობა. კალიფორნიის ერთ-ერთ სილამაზის სალონში შესვლისას მან საკუთარი ხელით გადაიხოტრა თავი.






– ____________________________________________________
image5. სინტია ნიკსონმა გადაიპარსა თავი 2012 წლის დასაწყისში იმისთვის რომ ეთამაშა პაციენტის როლი, რომელიც კიბოთი იყო დაავადებული. თავად მსახიობმაც გადაიტანა კიბო. მას ეს დიაგნოზი ადრეულ ეტაპზე დაუსვეს და წარმატებით იმკურნალა.








– ____________________________________________________
image6. ნატალი პორტმანს არ დაენანა საკუთარი თმა ფილმისთვის "V ესე იგი ვენდეტა". "თავიდან დიდ სტრესს განვიცდიდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ გადახოტრილი თმით სიარული მშვენიერია!" - აღნიშნა მსახიობმა.









– ____________________________________________________

image7. დემი მური ულამაზესია როგორც მოვლილი გრძელი თმით, ასევე საერთოდ თმის გარეშე. მან თმა გადაიხოტრა 1997 წელს ფილმისთვის "ჯარისკაცი ჯეინი".











– ____________________________________________________
image8. მომღერალ ერიკა ბადუს ისეთი ლამაზი თავის ფორმა აქვს, რომ შეუძლია სულ იაროს გადახოტრილი თავით და არც იფიქროს თმის გაზრდაზე.











– ____________________________________________________
image9. მოდელი ემბერ როუზი ბოლო დროს სულ ამ ვარცხნილობით დადის და ვიმედოვნებთ რომ თმას არც გაიზრდის, რადგან ეს ნამდვილად მისი ვარცხნილობაა.











– ____________________________________________________
image10. სოლანჟ ნოულსმა, ცნობილი მომღერლის ბიონსე ნოულსის დამ, რადიკალურად შეიცვალა იმიჯი. მან მოულოდნელად დემშვიდომა თავის ლამაზ კულულებს, ხოლო შემდეგ ისევ გაიზარდა.

2
883
7-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
883
  
2013, 24 იანვარი, 2:14
ბოლოს სამს ვფიქრობ მოუხდა, მე დღემდე მაქვს ამის სურვილი და მგონია კიდეც რომ მომიხდება მაგრამ ჯერ ვერ გამირისკავს სამწუხაროდ..
2012, 30 ივლისი, 13:09
ნატალი პორტმანს ლამაზი სიფათი აქ ასე რომ გადახოტრა მას დიდს არაფერს აკლებს :) რაც შეხება დანარჩენებს ფუუ რაა საშინლები ყოფილან სინამდვილეში :D გადახოტრილი თავი არც ქალს უხდება და არც მამაკაცს.
0 1 2