x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508698
ცოცხალი თოჯინების რაოდენობა დღითიდღე იზრდება !!!

გინდათ გამოიყურებოდეთ არა როგორც ცოცხალი ადამიანი, არამედ როგორც ცოცხალი თოჯინა?! დღითი დღე იზრდება ახალგაზრდა გოგონების რაოდენობა, რომლებიც თოჯინა ბარბის ფანატები არიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ თოჯინის ასლი გახდნენ. ისინი იღვიძებენ გამთენიისას, დაახლოებით დილის 5-6 საათზე, რადგან ბევრი რამ უნდა მოასწრონ: გაიკეთონ ვარცხნილობა (ერთი თმის ღერიც რომ არ იყოს თავის ადგილზე ვარცხნილობას თავიდან იკეთებენ), უნაკლო მაკიაჟი (ტონალურის რამდენიმე ფენა), ჩაიხატონ თვალები, დაიკრან უზარმაზარი წამწამები და საბოლოო ჯამში გადაიქცნენ ბარბის ასლად. დღის მანძილზე ასევე ბევრი საქმის გაკეთება უწევთ. გოგონები იღებენ უამრავ ვიდეოს, შემდეგ კი ამ ვიდეოებს ტვირთავენ www.youtube.com-ზე. ცოცხალი თოჯინები ბოლო დროს მოდაში არიან. ეს თემა ძალიან განხილვადია, ყველაფერი კი აზიიდან მოდის, როდესაც ჩამოყალიბდა ანიმეს სტილი. იაპონური მულტფილმების გმირები შთააგონებდნენ ახალგაზრდებს, რათა მულტფილმების გმირები "გაეცოცხლებინათ" და რეალურ ცხოვრებაში გადმოეტანათ. ეს მოდური ტენდენცია აიტაცეს დასავლეთში, შემდეგ კი ყველა ქვეყანაში, დაწყებული ამერიკიდან, დამთავრებული რუსეთით, სადაც ცხოვრობენ გოგონები, რომლებიც გამოიყურებიან, ლაპარაკობენ, მოძრაობენ როგორც ბარბის თოჯინები. ამერიკის მთავარი ბარბი არის დაკოტა როუზი, რომელიც გახდა ინტერნეტ სენსაცია. იაპონიის ბარბი არის ვენუს პალერმო,

სნგ-ს ქვეყნების კი ვალერია ლუკიანოვა. მან გაიკეთა ოპერაცია, რომლის შედეგად ამოუღეს ნეკნები იმისთვის, რომ მისი წელი გამხდარიყო 48 სმ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ თოჯინებით გატაცება არაფერი კარგის მანიშნებელი არ არის, ადამიანი ხდება რეალობისგან მოწყვეტილი, ცხოვრობს გამოგონებულ სამყაროში და არ ვითარდება როგორც პიროვნება. "გარდა ამისა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სექსუალიზაციის განვითარებას მოზარდებში, რაც გულისხმობს პედოფილიის განვითარებას" - აღნიშნეს ფსიქოლოგებმა.

imageimageimageimageimageimage



2
679
2-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
679
  
2012, 29 ივლისი, 14:54
სამწუხაროდ ეგრეა! ))
2012, 29 ივლისი, 0:18
ახალი პროსტიტუციის პროდუქცია..შეიხებისთვის და ბებერი მილიონერებისთვის:D
0 1 2