x
image
ანარქია
Mediator image
რატომ ვბერდებით
imageსიბერე, ყველას გვაინტერესებს თუ რატომ ვბერდებით:

სიბერე რთული ბიოლოგიური პროცესია, დღეს დღეობით 300მდე თეორია შემოიმუშავეს თუ რატო ვბერდებით.

რამდენიმე მათქანი ყველაზე უკეთ ხსნის:

image



გენრეგულატორული მექანიზმი

ცნობილია, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაცია უჯრედში, მის ბირთვში არსებულ დნმ-ს მოლეკულაშია მოთავსებული. იქვეა გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ნიშან-თვისებას, ამასთანავე, განაგებენ უჯრედში ცილის და ფერმენტების სინთეზს.
დროთა განმავლობაში, არახელსაყრელ გარეგან (რადიაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ქიმიური მუტაგენები) და შინაგან (ენდოტოქსინები, ვირუსები, ქსოვილთა არასრულად დაუჟანგავი პროდუქტები, თავისუფალი რადიკალები) არახელსაყრელ ფაქტორთა გავლენით, იცვლება ცილის ამინმჟავური შედგენილობა და დნმ-ს მოლეკულაში წერტილოვანი მუტაციები (ცვლილებები) ვითარდება. თავდაპირველად უჯრედი ამ ცვლილებებს ეგუება, რისთვისაც იგი დაცვის სისტემას (რეპარაცია-აღდგენა და ბირთვულ-ციტოპლაზმური კონტროლი) იყენებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მომრავლებული წერტილოვანი მუტაციები ასუსტებს უჯრედის დაცვით ძალებს და იგი არასრულფასოვანი ცილის სინთეზს იწყებს, რომლებშიც ერთი სახის საჭირო ამინმჟავა მეორე სახის ნაერთითაა შეცვლილი. ეს იწვევს უჯრედში ნივთიერებათა ცვლის მოშლას, მის მემბრანაზე აქტიურდება ცხიმების დაჟანგვა, ირღვევა ენერგეტიკული ცვლა, უჯრედის შიგნით იმატებს კალციუმის შემცველობა, რაც ცვლის უჯრედის ელექტროქიმიურ პოტენციალს და ისიც იღუპება.


30 წლის შემდეგ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მცირდება უჯრედების - ნეირონების რაოდენობა. დარჩენილ ნერვულ უჯრედებში კი გროვდება ნივთიერება - ლიპოფუსცინი, იგი ნეირონის ცხოველქმედების პროდუქტია და ტოქსიკური თვისებები აქვს.

image


სიბერის ამხსნელი თეორიები


ასაკის კვალდაკვალ ორგანიზმში მიმდინარე დამანგრეველი ცვლილებების განვითარების მიზეზებს ყველაზე უკეთ უჯრედული, ფიზიოლოგიური და მოლეკულური დაბერების თეორიები ხსნიან. ისინი კონკურენტულნი არიან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ და სიბერის ზოგად სურათს წილობრივი რეალობით ასახავენ.


უჯრედების დაყოფა შეზღუდულია

ადამიანის უჯრედებს განსაზღვრული რაოდენობით შეუძლიათ დაიყონ. ამ რაოდენობას ჰეიფლიკის ლიმიტი ეწოდება და სხვადასხვა ტიპის უჯრედებისთვის დაახლოებით 50-70-ს უდრის. შემდგომ ლიმიტი იწურება და უჯრედის დაყოფა შეუძლებელი ხდება. ასეთი ტიპის უჯრედებში დაკარგულია აპოპტური სიგნალებისადმი მგრძნობელობა. ეს ის სიგნალებია, რომლებიც ძველ, უვარგის უჯრედს თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. შედეგად ძველი უჯრედები ორგანიზმში გროვდება და როდესაც მათი რაოდენობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ქსოვილი კარგავს ჯანსაღი ფუნქციობის უნარს.

უჯრედული დაბერების თეორია
უჯრედი სამი თანამიმდევრული პროცესის შედეგად ბერდება:
1. დგება პერიოდი, როცა უჯრედების დაყოფა შეუძლებელია;
2. ქვეითდება იმ უჯრედების შრომის უნარი, რომლებმაც დაკარგეს გაყოფის უნარი (კუნთოვანი და ნერვული უჯრედები);
3. უჯრედს სხვადასხვა სახის გენეტიკური მუტაციები აბერებს.



0
325
6-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0