როგორც ცნობილია, 20 ივლისს საზაფხულო სტუდენტური დასაქმების პროგრამა ამოქმედდა. 25 ათასი სტუდენტი დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში სამუშაოდ გადანაწილდა. ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები სხვადასხვა დაწესებულებებში იმუშავებენ, ბევრი მათგანი საკუთარი პროფესიითაც დასაქმდა.
Summer jobi-ი უკვე ერთი კვირაა რაც დაიწყო. ბიბლიოთეკები, სკოლები, ბაღები, მუზეუმები, კაფეები, სასტუმროები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, მუნიციპალიტეტების გამგეოებები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, სადაც სტუდენტები დასაქმდნენ. გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის შესახებ, თუ სად რას აკეთებენ დასაქმებული სტუდენტები.
უნივერსიტეტის ბიბლოთეკებში ძირითადად ტექსტის აკრეფაში ეხმარებიან, როგორც გავიგე, დღეში 20 გვერდამდე ბეჭდავენ, შემდეგ კი კორექტორები ამოწმებენ. თბილისის სხვადასხვა რეგიონების მინიციპალიტეტებში დარეგისტრირებული ახალგაზრდები ყვითელ ავტობუსებზე კონტროლიორების თანაშემწეებათ მუშაობენ, ბილეთების აღებაში ეხმარებიან მგზავრებს. საავადმყოფოების, სკოლების, ბაღებისა და მსგავსი დაწესებულების პერიმეტრზე სტუდენტები დასუფთავებაზე, შერემონტებასა და გამწვანებაზე ზრუნავენ. საქართველოს რეგიონების გამგეობებში კი საბინაო პირობების აღწერზე დაასაქმეს სტუდენტები. შედგენილი ანკეტით მოსახლეობაში დადიან და მათ საცხოვრებელ პირობებს იკვლევენ.
მონაწილეებს summer job-ის წარწერიანი ქუდები და სამაჯურები დაურიგდათ. საზაფხულო დასაქმების პროგრამა 20 აგვისტოს მთავრდება. პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტები 400 ლარს მიიღებენ.
ამ პროექტის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შეგეძლო თავად აგერჩია სად დასაქმდებოდი. მაგალითად, თუ სოფელი გაქვს სადმე შეგეძლო შენს რეგიონში დასაქმებულიყავი, თან დაისვენებდი და თან იმუშავებდი.
ერთი სიტყვით, ცხელი დღეების მიუხედავად, მთლიანობაში მშვენიერი პროგრამაა. ზაფხული, მუშაობა, გართობა და ხელფასი, სასარგებლო - სასიამოვნოსთან ერთად. ახალი მეგობრები და შრომის ანაზღაურება, ვფიქრობ, ყველა სტუდენტისთვის სასურევლია. პირადად მე ძალიან კარგად ვერთობი, არც ძალიან გადატვირთულები არ ვართ და თან სამუშაოსაც მალევე ავუღე ალღო. ფულს სად დავხაჯავ ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია, თუმცა, საბოლოოდ, ეგ ყველაზე სასიამოვნო და მარტივი პროცესია.
პ.ს თუ ვინმე ხართ დასაქმებული თქვენც დაწერეთ სად და რას აკეთებთ, კმაყოფილი ხართ თუ არა და ა.შ.
გამწვანებაზე :) დიდი დატვირთვაც არ არის.