x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
დედის წარმოუდგენელი რეაქცია, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

image


ამ კოლუმბიელ ქალბატონს თავისუფლად შეიძლება რომ სუპერ დედა ვუწოდოთ. ქალმა შექმნილი ვითარება მყისიერად შეაფასა და სწორედ თავისი, უსწრაფესი რეაქციის წყალობით საკუთარ, 4 წლის ვაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა.


image

ვიდეო მასალაში კარგად ჩანს თუ როგორ ადიან ლიფტით დედა- შვილი, კომპანია "Monserrat" - ის ადმინისტარციული შენობის ერთ-ერთ სართულზე, რომლის კაბინიდან ქალი მობილურ ტელეფონზე საუბრით გამოდის, ბავშვი კი, ამასობაში მოაჯირთან მიდის და შემთხვევით, ქვემოთ ვარდება.


image

დედის რეაქცია ელვისებური იყო, უცებ მან მოაჯირთან მიირბინა და ბავშვი თითქმის ჰაერში, ფეხით დაიჭირა. ამისთვის კი, მას სულ რაღაც 1 წამი დასჭირდა.


image

უნდა აღინიშნოს, რომ დედას დროულად რომ ვერ მოესწრო ბავშვის დაჭერა, შედეგი სავალალო იქნებოდა, ვინაიდან ისინი 10 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ. სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელმა, ვინც კი ეს საშინელი ვიდეო გააზიარა, დედებს უფრო მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.




0
344
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
344