ივენთები ახალგაზრდებმა დედების ფოტოები გააზიარეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია! 2019, 23 აგვისტო, 13:37 სოციალურ ქსელში ახალი ტრენდი წარმოიქმნა, თვითერის ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე ახალგაზრდა დედის ფოტო გააზიარა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში უამრავი მომხმარებლის ინტერესი. ასე დაიწყო ახალი ტრენდი ძალიან ბევრმა თვითერელმა გააზიარა საკუთარი დედის ფოტო სოციალურ ქსელში. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანის ფოტოს: "დედაჩემი 43 წლისაა და მას შეუძლია ნებისმიერი მამაკაცი დამაცილოს" ამ გაზიარების საშუალებით, გოგონას დედა ძალიან პოპულარული გახდა. 43 წლის ქალბატონმა 23 000 მოწონება და ათასობით კომენტარი მიიღო. ძალიან ბევრი მამამკაცი დაინტერესდა ქალბატონით, ზოგიერთმა მობილურის ნომერი მოითხოვა, ზოგმა კი პირდაპირ დაკავშირება. - "აქვს თუ არა დედაშენს თვითერი?" "ოჯახში უცნაური მხოლოდ მე ვარ! ესეიგი თვითერი მხოლოდ მე მაქვს, დედას არა!" - "ვიპოვი თუ არა მას ტინდერში?" "მეუღლე ჰყავს" - "მაჩვენე მისი მეუღლე" ამ კომენტარების შემდეგ დაიწყო ზუსტად ტრენდი, თვითერის გვერდი დედების სილამაზის კონკურსად გადაიქცა. "დედაჩემი 38 წლისაა, მაგრამ მგონი ერთნაირად გამოვიყურებით" "დედაჩემმაც მთხოვა მისი ფოტო გამეზიარებინა, ის 43 წლისაა" "დედა 43 წლისაა. ეს კიდევ ჩვენ ვართ" "დედაჩემი 48 წლის მასწავლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავის მოსწავლეების ახალგაზრდობა გამოწოვა" "დედაჩემი 45 წლისაა" ძალიან ბევრ მომხმარებელს ეჭვი შეეპარა ამ გოგონაზე, მათ არ სჯეროდათ, რომ ისინი დედა-შვილი არიან. "დედაჩემი 43 წლისაა და მგონი მე ნაშვილები ვარ" "იგივე სიტუაციაა... დედაჩემი 40 -ისაა" "დედაჩემი 41 წლის ხდება, ყველა ფიქრობს, რომ ის 34 წლისაა და მეც ამასობაში ვრწმუნდები, რომ ნაშვილები ვარ(:D)" ამ გოგონას დედამ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მოწონება დაიმსახურა. იმდენად ბევრი, რომ გოგონას არცერთ პირად ფოტოს არ ჰქონდა მსგავსი რაოდენობის მოწონება. "დედაჩემი 46 წლისაა და მასთან პაემანისთვის ნებართვას მთხოვენ" "ჩემი ყოფილი მეუბნეოდა, რომ თუ დედაჩემი გაშორდებოდა მამას, მაშინ მის ნომერს აუცილებლად მომთხოვდა" "41 წლის ოთხი შვილის დედა... ისევ ჩემი და ეგონათ" "დედაჩემი 3 შვილის დედაა... 2 კვირაში 46 წლის ხდება" " დედაჩემი 60 წლისაა" "ესეც დედაჩემი, 62 წლისაა" "თქვენის ნებართვით! მეც გავაზიარებ - დედაჩემი 67 წლისაა და პროფესიონალი მოდელია" როგორც ჩანს კონკურსის გამარჯვებული მომხმარებელი ნიკით - "თეისთ ბუსტერი" გახდა. მის მიერ გაზიარებულ ფოტომ, კომენტარებში 1700 მოწონება დაიმსახურა და გახდა ყველაზე პოპულარული. "ეს კიდევ მამაჩემია. უბრალო... მას ჰყავს ერთი კატა, ძაღლი და 5 თევზი" სტატიის ავტორი : ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<აი რას ნიშნავს გახდე მშობელი - სახალისო ილუსტრაციები იტანიკის კატასტროფიდან გადარჩენილი მამაკაცის მტკიცებით, გემის ჩაძირვა სხვა რამ გამოიწვია! იდუმალებით მოცული ადამიანი, რომელიც ათასობით ადამიანს ესიზმრება! ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი) ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები... 674 8-ს მოსწონს
|