საზოგადოება ტატუ აქვს? "დაიკერება" 2012, 28 ივლისი, 13:38 რატომღაც, საქართველოში გავრცელებული ტენდენციით, ქალის შეფასება ცოტა სხვაგვარად ხდება. მე ბევრჯერ შევსწრებივარ სიტუაციას:
- "აუ, ეგ პირსინგიანი? ეგ უეჭველი იძლევა." - "ტატუ თუ აქვს რაღა გინდა? უეჭველი დაიკერება." - "გოგო გავჩითე და სიგარეტი მთხოვა. მერე იტყვის ქალიშვილი ვარო." -"გოგო გაიჩითა გუშინ მაგარი მთვრალი იყო. ვიღაცა მოტ....და უეჭველი." ასეთი ფრაზების მოსმენა საკმაოდ ხშირია. მე დავწერე სტატია "გადაგვარებული ახალგაზრდები" და იქ საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი აზრი ქალის ასეთ ქცევასთან დაკავშირებით. აღვნიშნე, რომ ქალი ქალს უნდა ჰგავდეს და კაცი კაცს, მაგრამ მთლად ასეთი შეხედულება მგონი ცოტა ზედმეტია. მე ქართველობა ვთვქი და არა ის, რომ ამდაგვარი ფრაზებით შეამკო ყველა. თუმცა რაღა დაგიმალოთ და ჩემთვისაც მიუღებელია ქალი რომ ეწევა, მაინცდამაინც პირსინგებიც არ მომწონს და ტატუსაც გააჩნია, მაგრამ ის აზრი, რომ ქალს თუ ტატუ აქვს "ბოზია", ზედმეტად გადამლაშებული ფორმა მგონია. ქალს გამომწვევად თუ აცვია, არ არის აუცილებელი "ბოზი" იყოს. შეიძლება უბრალოდ მოხდენილად ეცვას და საკუთარი სხეულის ფორმებიდან გამომდინარე გამომწვევად მოგეჩვენოთ. ამაზეც მომისმენია საკმაოდ ბევრი დამცინავი ფრაზა. ცოტა ხნის წინ ჩემს სამსახურში მართლაც მშვენიერი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, კლასიკურად ეცვა: თეთრი პერანგი, რომელიც საოცრად ლამაზად აჩენდა მისი სხეულის მოყვანილობას და მუხლამდე შავი ქვედაბოლო. მშვენიერი ქალი იყო და მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება. კაცები მსუნაგი თვალებით უყურებდნენ, მაგრამ ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ. წავიდა თუ არა ქალი, მაშინვე გაისმა უწმაწური კომენტარები. ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: "ეტყობა, სახლში ქმარი ვერ აკმაყოფილებს." ვერ მივხვდი რით დაიმსახურა ასეთი "კომპლიმენტები" იმ ქალმა. ვერ ვიტყვი რამე უჩანდა-თქო, ან გამომწვევად ეცვა-თქო, მაგრამ უდავოდ ლამაზი ქალი იყო. უცებ მონიკა ბელუჩის ერთერთი პერსონაჟი გამახსენდა კინოფილმიდან "მალენა". ზოგადად, საქართველოში ამდაგვარი სიტუაციაა: "თუ გოგო 20 წლის ასაკში ქალიშვილი არაა და არც გათხოვილია, უეჭველი "ბოზია" და "დაიკერება"". არ ვთვლი, რომ ქალებმა პირსინგებით უნდა იარონ, ან ათასი უმსგავსო ტატუირებით (როგორებიც მრავლადაა ჩემ მიერ დადებულ სტატიებში "უცნაური ტატუები 2 (+18)" და "უცნაური პირსინგები და ტატუები"), მაგრამ არც ისეა საქმე, რომ მის პირად ცხოვრებაზე ამის გამო ცუდად იფიქროს ვინმემ. ამიტომ მაინცდამაინც თქვენც ნუ მისცემთ მიზეზს ვინმემ ცუდად იფიქროს და შეინარჩუნეთ ქალის სახეც. ნუ გახდებით ისეთები, როგორებიც ჩემ მიერ დადებულ სტატიებში არიან. ქალი მართლა ქალს უნდა ჰგავდეს, ნაზი, ქალური უნდა იყოს. 646 24-ს მოსწონს 1-ს არა
|