შოუბიზნესი ცნობილი პორნომსახიობი ჯენი ლი ამჟამად უსახლკაროა და მიწისქვეშ, გვირაბში ცხოვრობს 2019, 21 აგვისტო, 12:45
37 წლის ჯენი ლი, იგივე Stephanie Sadorra, რომელიც Pornhub-ის ნამდვილი ვარსკვლავი გახლდათ და საუკეთესო პორნომსახიობთა სიაში ღირსეულად ეკავა 119-ე ადგილი, ამჟამად უსახლკაროა.
გასულ თვეში, იგი მოულოდნელად აღმოაჩინეს ლას ვეგასის მიწისქვეშა გვირაბში, როდესაც ერთ-ერთი ჰოლანდიური არხი დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ჯენი ლიმ, რომლის ცნობაც თითქმის შეუძლებელი იყო, აღნიშნული გადაღებების მიმდინარეობისას გაამჟღავნა საკუთარი ვინაობა. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი ოდესღაც ძალიან პოპულარული იყო და შესაძლოა ამჟამადაც უჭირავს რომელიმე პორნო არხზე საუკეთესო მსახიობების ასეულში ადგილი. თუმცა მიუხედავად ამისა, Sadorra-ს ამჟამინდელი ყოფა ბევრად მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვინაიდან იგი ცხოვრობს ერთიან, შეკრულ თემთან ერთად. უცნობია, თუ რამდენი ხანია ჯენი ლი მსგავს პირობებში ცხოვრობს. თუმცა ფაქტია, რომ იგი უფრო ბედნიერია, ვინაიდან არ ცდილობს პორნო ინდუსტრიაში კვლავ დაბრუნებას. მიუხედავად კარიერის დასრულებისა, Sadorra-ს Pornhub-ზე 45000-ზე მეტი გამომწერი და 135 მილიონი ნახვა აქვს. მან კამერების წინ პოზირება 19 წლის ასაკში დაიწყო. ზრდასრულთა ფილმებში კი 21 წლიდან იღებდა მონაწილეობას. როგორც IMDb-ის პროფილი იტყობინება, იგი ბოლოს ფილმ “Horny Housewives"-ში გამოჩნდა. ამის შემდეგ კი აღარავის უნახავს. 201 შეფასება არ არის
|