სხვა გთავაზობთ ოლიმპიადის გახსნის ულამაზეს ფოტოებს. 2012, 28 ივლისი, 10:55
27 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის თამაშები.ვინც ნახა გახსნა, დამეთანხმებით რომ მართლაც გრანდიოზული და სანახაობრივი იყო მისი ხუთივე ნაწილი.საოცარი იყო ინგლისური სოფელი და შემდეგ მისი ინდუსტრიულ ქალაქად გადაქცევა, ასევე ინგლისის ჰოსპიტალი, ქვეყნების გამოსვლა და ბოლოს ჩირაღდნის ანთება.ასევე ყველასათვის ამაღელვებელი და საინტერესო მომენტი იყო ჯეიმს ბონდისა და ელიზაბედ II-ის გამოსვლაც და ვერტმფრენიდან გადმოხტომა.საოცარი სანახაობა იყო ვითომდა გავარვარებული ფოლადის ჩამოსხმა შუაგულ მოედანზე და მისი გავლა მთელ მოედანზე.ინგლისმა მართლაც ღირსეულად გაართვა თავი მასპინძლობას. დღეს 28 ივლისს პირველები ჩაებმებიან თამაშებში ძიუდოისტები კერძოდ 60კგ. წონით კატეგორიაში ბეტკილ შუკვანი, ველოსპორტში გიორგი ნადირაძე...წარმატებები ვუსურვოთ ჩვნს სპორტსმენებს.იმეწდია ფოტოები მოგეწონებათ 125 5-ს მოსწონს
|