კახეთი ქალაქ დედოფლისწყაროს ახალი სკვერი და სტადიონი ექნება 2019, 20 აგვისტო, 17:39 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სხვადასხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება გრძელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა და ახალ სასწავლო წელს ქალაქი დედოფლისწყარო ახალი, მრავალფუნქციური სტადიონით შეხვდება. მათივე ცნობით, ბარათაშვილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და საბავშვო-გასართობი პარკის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, საბავშვო-გასართობ სექტორში კი დამონტაჟდება ატრაქციონები. „მუნიციპალიტეტის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტიც ამ გეგმის ნაწილია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. 23 შეფასება არ არის
|