x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე მდიდარი ადამიანი ისტორიაში - არა ბილ გეითსი, არამედ აფრიკის მეფეა

image



სავარაუდოდ, თქვენ ალბათ, ამის შესახებ არ იცოდით!



მანსა მუსა I-ის (მალის იმპერიის ყველაზე ცნობილი მანსა (უზენაესი მმართველი) ქვეყანას მართავდა 1312 – 1337 წწ. მიეკუთვნება კეიტას დინასტიას) ქონება 400 მილიარდი დოლარით ფასდება. ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად, არა ბილ გეითსი, არამედ სწორედ მალის იმპერიის უზენაესი მმართველი - მანსა მუსა I ითვლება. XIV საუკუნეში მანსა მუსა მთელს მსოფლიოში ცნობილი სწორედ მაშინ გახდა, როცა მან მექაში მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მანსამ მოგზაურობა 60 000 პირუტყვთან, ათასობით მსახურთან და ამავე რაოდენობის მონასთან ერთად დაიწყო, სადაც უზენაესმა მმართველმა არაერთი, მნიშვნელოვანი ქალაქი მოინახულა.


image


მანსა მუსა ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც წინა მმართველმა აბუბაქარ II, 1311 წელს ის ვეზირად დანიშნა, თავად კი ატლანტიკის ოკეანის შესასწავლად გაემგზავრა, საიდანაც ის აღარასდროს დაბრუნებულა. მუსას ერთ -ერთი მთავარი ამბიცია იმაში მდგომარეობდა, რომ აფრიკის კონტინენტზე თავისი იმპერია ყველაზე ძლევამოსილ და მდიდარ სახელმწიფოდ ექცია. როგორც ჭეშმარიტი მუსლიმი, ის საკუთარი რწმენის მთელს კონტინენტზე გასავრცელებლად ძალიან დიდ ფულს ხარჯავდა.

image


25 წლიანი მმართველობის განმავლობაში, მან შეძლო და მალისთან ახლოს მდებარე 24 ქალაქი, მათ შორის ტომბუქტუ ხელში ჩაიგდო, რომელიც მოგვიანებით, ერთ - ერთ მთავარ რელიგიურ ცენტრად აქცია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ვაჭრობა და მალის ბუნებრივი რესურსების ექსპორტი იყო. მანსა მუსამ არაერთი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი დაიპყრო, რათა ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკ შორის ძირითადი სავაჭრო გზები ეკონტროლებინა.


image


მექაში მომლოცველობას მან საკმაოდ დიდხნას, წელიწადზე მეტ ხანს მოანდომა, რომლის განმავლობაშიც გზად მისი ბრძანებით მრავალი მეჩეთი და უნივერსიტეტი აშენდა. სწორედ, ამან აქცია ის არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, ერთ - ერთ ყველაზე გავლენიან მმართველად. მან გზად შემხვედრი უცნობები იმდენი ოქროთი დაასაჩუქრა, რომ იმპერიაში ამ ლითონის ფასი საგრძნობლად დაეცა.


image


როგორც ცნობილია, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი - მანსა მუსა I, 1330-იანი წლების პირველ ნახევარში, 25 -წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაიცვალა.


და თქვენ იცოდით ამის შესახებ?





0
231
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
231