x
აფუჭებს თუ არა ბავშვს დაუსჯელობა ?
გჯერათ თუ არა, რომ"გაუწკეპლაობა ბავშვს აფუჭებს", ანუ ბავშვები, რომლებიც ზოგჯერ მაინც არ გაიწკეპლებიან, საბოლოოდ გაფუჭდებიან? თუ თქვენ ამ გამონათქვამის გჯერათ, თქვენ ემსგავსებით ამერიკელ მშობელთა უმეტესობას.

image

991 ამერიკელი მშობლიდან 35%-მა აღიარა ფიზიკური დასჯის გამოყენება თავის 1-2 წლის შვილებთან, ხოლო 94% იყენებდა ფიზიკურ დასჯას თავის 3-4 წლის ასაკის ბავშვებთან. მშობელთა სხვა, 449-კაციან ჯგუფში მშობლების 93% თვითონ ისჯებოდნენ ბავშვობაში ფიზიკურად და 87% ეთანხმებოდა დასჯის ამ ფორმას.

თქვენ ხედავთ, რომ მიტყეპა საკმაოდ ხშირად დასჯის მეთოდია და ადამიანები, ძირითადად, იყენებენ მას, როგორც დასჯის ფორმას, მაგრამ რა არის დასჯის ამ ფორმის შედეგი?


მკვლევარებმა დაიწყეს ამაზე პასუხის გაცემა იმ შესაძლო კავშირის ძიებით, რაც მშობლების მიერ ფიზიკური დასჯის გამოყენებისა და ბავშვის აგრესიულ ქცევას შორის იყო. ერთ-ერთ კვლევაში, სადაც ინდიანასა და ტენესის 273 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მონაწილეობდა, მშობლებს სთხოვეს, შეევსოთ კითხვარი იმის შესახებ, თუ ფიზიკური დასჯის რა ფორმებს იყენებდნენ საკუთარ ბავშვებთან მიმართებაში. ბავშვების 6%-ს ჰყავდა დედები, რომლებიც არასოდეს იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას. 68% ბავშვებისა იტყიპებოდნენ დედების მიერ. დანარჩენი 26% კი უფრო ინტენსიურად ისჯებოდა ფიზიკურად.

დედების გამოკითხვიდან 6 თვის შემდეგ, დააკვირდნენ ამ ბავშვების ურთიერთობას თანატოლებთან. მკვლევარებმა დააფიქსირეს ბავშვების აგრესია თანატოლების მიმართ. მაგალითად, როცა ისინი ბრაზდებოდნენ, დასცინოდნენ ან სცემდნენ მათ. რაც უფრო ინტენსიურ დასჯას ახორციელებდნენ მშობლები, მით უფრო აგრესიულები იყვნენ მათი შვილები. ეს მონაცემები გვარწმუნებს, რომ ბავშვები აგრესიულ ქცევას თავიანთი მშობლებისგან დაისწავლიან. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ბავშვები თავიდანვე აგრესიულები იყვნენ, თუმცა სხვა კვლევები გვიჩვენებს რომ ეს ასე არ არის.

imageეს კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკური დასჯა არ გვაძლევს სასურველ შედეგს და ვერ ასწავლის "ცუდ" ბავშვებს იმას, თუ როგორ გახდნენ უკეთესები.


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ნია ჭელიძე3333
ნია ჭელიძე3333
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0