x
image
pofiga
იტალიური Rolls-Royce აღარ არსებობს ! ! !
მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო და დიდებული საავტომობილო ბრენდის შესახებ რომლის შესახებაც ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის. იცით სანამ სტატიის წერას დავიწყებდი სულ ვფიქრობდი რითი დამეწყო, სტატია იმითი რომ საუკეთესო იტალიური საავტომობილო ბრენდი აღარ არსებობს, თუ იმითი რომ იტალიური Rolls-Royce აღარ არსებობს, მაშ ასე Isotta-Fraschini ლეგენდარული იტალიური მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია რომელიც თავის დროზე თავის კლასში საუკეთესო ავტომობილებს აწარმოებდა ბრენდი ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან კომპანია დააარსეს ორმა ძალიან ნიჭიერმა ინჟინერმა ცეზარ ისოტამ და ვინჩენცო ფრასჩინიმ კომპანია ოფიციალურად 1900 წლის 27 იანვარს იტალის ქალაქ მილანში დაარსდა. კომპანია თავდაპირველად ეწეოდა იმ დროინდელი ფაეტონების პროფილაქტიკას, პირველი ავტომობილი შექმნეს 1902 წელს და ეს იყო 4 ცილინდრიანი 24 ცხენის ძალის მქონე ფაეტონი, (ამავდროულად კომპანია ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში იყო Renault ს იტალიურ ფილიალი) ავტომობილს მართავდა თვითონ ვინჩენცო ფრასჩინი.

image

განვაგრძოთ 1905 წელს შექმნეს სარბოლო ავტომობილი რომელმაც მრავალ რობოლაში გაიმარჯვა აღსანიშნავია კოპა-ფლორიოს რბოლა სადაც 1907 წელს Isotta-Fraschini-მ გრამპრი მოიპოვა, რბოლაზე გამოყვანილი იქნა 17.2 ლიტრი მოცულობის 100 ცხენის ძალიანი ავტომობილი. 1907 წელს კომპანია გაერთიანდა ფრანგულ Lorraine-Dietrich -თან ასევე კომპანიამ 1909 წელს შეისყიდა ინგლისური Arrol-Johnson Company-ც. აქედან უკვე ბრენდმა აქცენტი გააკეთა სპორტულ ავტომობილებზე, ამის გარდა მინდა გითხრათ რომ იმ დროს Isotta-Fraschini-მ დანერგა ისეთი ინოვაციები რასაც საავტომობილო ბრენდები დღესდღეობით იყენებენ ავტომობილების შესაქმნელად,


image

მაგალითად Isotta-Fraschini იყო პირველი საავტომობილო ბრენდი ევროპაში რომელმაც შექმნა 8 ცილინდრიანი ძრავი, ამის შემდეგ უკვე Rolls-Royce-მაც შექმნა 8 ცილინდრიანი ძრავი. 1920 წლისთვის უკვე ავტომობილს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა იმ დროინდელ ავტოინდიუსტრიაზე, Isotta-Fraschini- ის ბაძავდნენ, და სულ მოუთქმენლად ელოდნენ Isotta-Fraschini- ის მორიგ მოდელს, ამასთან დიდი ფინანსური წარმატების გამო Isotta-Fraschini-ის ექსპორტი დაიწყო შეერთებულ შტატებშიც, სწორედ რომ 1920 წლიდან Isotta-Fraschini-ის სამოდელო რიგებში გამოჩნდა ულტრა მდიდრული დელუქს 4 კარიანი ლიმუზინები სწრორედ ამ კლასის ავტომობილებზე აკეთებდნენ არჩევანს ამერიკელი არისტოკრატები.image

Isotta-Fraschini იმ დროინდელ ამერიკაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგალითად Isotta-Fraschini-ით გადაადგილდებოდნენ იმ დროინდელი ჰოლივუდელი მსახიობები კლარა ბოუ და იტალოამერიკელი რუდოლფ ვალენტინო. სამწუხაროდ 1930 წლიდან Isotta-Fraschini-ის ბედი უკუღმართად დატრიალდა, რასაც განასკუთრებულად ხელი შეუწყო იმ დროინდელმა მსოფლიო ფინასურმა კრიზისმა, ამას დაემთხვა მეორე მსოფლიო ომიც რასაც საბოლოო ჯამში 1949 წელს მოყვა ყველა დროის საუკეთესო იტალიური საავტომობილო ბრენდის გაუქმება. ამის შემდეგ კომპანიამ პირველი ავტომობილი 1948 წელს გამოუშვა და ეს იყო Isotta-Fraschini Tipo 8C Monterosa, როლმელიც სულ რამოდენიმე გამოვიდა.

image

1955 წელს კომპანია გაერთიანდა ძრავების მწარმოებელ კომპანია Breda Motori-ისთან, და დაერქვა Isotta Fraschini e Motori Breda. 1960 წლიდან კომპანიამ დაიწყო ტროლეიბუსების წარმოება ასევე კომპანია ეწეოდა დიზელის ძრავების შექმნასაც. 1980 წელს კომპანიას სახელი გადაარქვეს და Isotta Fraschini Motori SpA დაარქვეს ამავე წელს კომპანია გაერთიანდა იტალიურ Fincantieri-ისთან კომპანია რომელიც 1927 წლიდან გემთმშენებლობას ეწევა. 1990 წლიდან დაიწყო Isotta-Fraschi - რეაბილიტაცია თითქოს და მართლა აპირებდნენ ბრენდის აღდგენას

image

მაგრამ იდეა იდეად დარჩა და წარმატება ვერ პოვა, მაგრამ მაინც 1996 წელს შეიქმნა კონცეპტი სახელად Isotta-Fraschini T8, ასევე კონცეპტი Isotta-Fraschini T12 იქნა შექმნილი 1998 წელს. აქედან უკვე სამუდამოდ წარსულში დარჩა ლეგენდარული ბრენდი 1998 წლის შემდეგ Isotta-Fraschini-ს ხსენებაც არ ყოფილა, მაგრამ Isotta-Fraschini ყოველთვის იქნება საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ამის გარდა ნებიმიერ აუქციონზე სადაც იყიდება კლასიკური ავტომობილები, იტალიურ კლასიკურ ავტომობილებს შორის Isotta-Fraschini-ზე ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნაა, არიან კოლექციონერები რომლებიც მზად არიან Isotta-Fraschini ში მილიომები გადაიხადონ.

image

ზემოთ მოგახსენეთ რომ ბრენდი ამერიკაშიც სარგებლობდა პოპულარობით, ამის კიდევ 1 ნათელ მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰოლივუდური ფილმები სადაც Isotta-Fraschini-მაც მიიღო მონაწილება, მაგალირთად 1934 წელს გადაღებული Death Takes a Holiday, ასევე 1946 წელს გადაღებული Without Reservations, ასევე 12 ჯერ ოსკარზე ნომინირებული და 3 ოსკაროსანი ფილმი Sunset Boulevard. ასე რომ ძალიან კარგი საავტომობილო ბრენდი აღარ არსებობს ვიმეორებ იგივეს აღარ არსებობს იტალიური Rolls-Royce. ხო ბოლოს მინდა გესაუბროთ იტალიურ მდიდრულ საავტომობილო ბრენდებზე,

image

დღესდღეობით ასეთი მხოლოდ ორია და ესენია Ferrari S.p.A. ის მფლობელობაში მყოფი Maserati-Ferrari და ასევე Fiat S.p.A ის მფლობელობაში მყოფი იტალოამერიკული Lancia-Chrysler. მინდა გიხთხრათ რომ ჩემი ღრმა რწმენით რასაც ქვია სრულყოფილი მდიდრული ან ულტრა მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია დრესდღეობით იტალიაში აღარ არსებობს. იმის მიუხედავად რომ Lancia მეორე მსოფლიო ომამდე საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას უწევდა Isotta Fraschini-ის, დღეს Lancia აღარ არის ავტომობილი რომელსაც ძალუწს სერიოზულ კონკურენტებთან ბრძოლა.

image

ასევე თვითონ Fiat-იც ომამდე და ომის შემდეგაც უშვებდა როგორც იაფიან ასევე საკმაოდ მდიდრულ ავტომობილებსაც, ნუ Fiat დღესდღეობით რომ აქცენტს დაბალ ფასიან ავტომობილებზე აკეთებს ეს საიდუმლოს არც წარმოადგენს. ასე რომ Isotta-Fraschini ს სახით აღარ არსებობს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდი იტალიაში.

image

image

image

image

image

image

image

image

1
123
1-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
123
  
2012, 7 აპრილი, 14:52
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 1